20:02 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 20:55:50, 1053 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - 2019 წელზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ

საქართველოში ჩამოდის ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და მისი ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა იმისა, რომ საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში" განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების მიმართ კიდევ უფრო ძლიერი გახდა და მოსახლეობის  დიდი ნაწილი საქართველოს  ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მომხრეა.

„ამასთან ერთად, ჩვენთვის ძალიან წარმატებული იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, მათ შორის ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი გზავნილის გაჟღერება ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან, იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება იქნება პრიორიტეტული შემდეგი წლების განმავლობაში როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ნატოსთვის. ეს იყო ის გზავნილი, რომლის მიტანასაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე ევროპული საზოგადოების და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ 2019 წელზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ, რომ ნატოსთან ჩვენი დაახლოება იქნება კიდევ უფრო შედეგებზე ორიენტირებული", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics