22:44 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 20:47:08, 1914 ნახვა

რეგიონი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს, დღვანის ადმინისტრაციული ერთეულის ხუთ სოფელში გაიმართა.

დღვანში, ქიძინიძეებში, კვიახიძეებში, გოგინაურში და ლომანაურში გამართულ კრებებს, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან ერთად, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, აჭარის ა. რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დეტალები, პრიორიტეტები და თანხის განაწილების პრინციპები გააცნეს. ადგილობრივებმა კი მათთვის პრობლემური საკითხები განიხილეს და ძირითადი პრიორიტეტები დაასახელეს.

საერთო კრებებზე პრიორიტეტების შერჩევაში აქტიურობდნენ ქალები. მათი ინიციატივით ქიძინიძეებში გარე განათების ქსელის მოწყობა, დღვანში კი სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა გადაწყდა. ლომანაურში და გოგინაურში ადგილბრივებმა გარე განათების ქსელის მოწყობა გადაწყვიტეს, კვიახიძეებში გზის რეაბილიტაციას დაუჭირეს მხარი.

 დღსვე, პარალელურ რეჟიმში სოფლის კრებები მიმდინარეობდა წყალსაყრის ადმინისტრაციული ერთულის ინწკირვეთის, ნაღვარევის, ჟანივრის, ხაბელაშვილების და ბრილის სოფლებში, რომელსაც საკრებულოს წევრები ფატი ჭაღალიძე, გურამ ზოიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბრილში პრიორიტეტად გზის რეაბილიტაცია, ხოლო ნაღვარევში, ჟანივრში, ინწკირვეთში და ხაბელაშვილებში გარე განათების მოწყობა გადაწყდა.

 სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ხვალ ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულის ოლადაურის, ჯუმუშაურის, მაწყვალთის და კარაპეტის სოფლებში გაიმართება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics