|
2019-03-20 18:54:12, 2229 ნახვა
კომენტარი
„გვქონდა დრო, ქართული ფული შემოვიდა და „გოციკოები“ დაარქვეს“ - წულუკიანი გოცირიძეს პასუხობს
„ალბათ უბრალოდ ჩემი დაცინვა გინდოდათ და მე დამცინეთ, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ნუ დასცინებთ ჩვენს მეგობარ ხალხებს“, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს. მინისტრი გოცირიძის კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროსთვის სახელად „თეას“ დარქმევაზე უნდა იმსჯელოს. „არ ვიცი რატომ უნდა მოვიხადო ბოდიში თქვენს მაგივრად, მაგრამ თქვენ ოპოზიცია ხართ, მე ხელისუფლება და ალბათ ეს არ იყო ყაზახი ხალხის დაცინვა, უბრალოდ ჩემი დაცინვა გინდოდათ და მე დამცინეთ, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ნუ დასცინებთ ჩვენს მეგობარ ხალხებს. რომ იცოდეთ როგორ პატივს გცემთ, ამას არ გააკეთებდით, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ბატონმა რომანმა გაიქილიკა, ხომ არ მივბაძოთ ყაზახეთსო და ნურსულთანი რომ დაარქვეს ასტანას [უკვე ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად], იუსტიციის სამინისტროს დავარქვათ თეაო. მე არ ვიცი რა პასუხი უნდა გაგცეთ, მგონი არ არის კარგი აზრი, მაგრამ თუ გნებავთ გააკეთეთ, არ არის პრობლემა. უბრალოდ ამან ცოტა სხვა რაღაც მაფიქრებინა, ჩვენ გვქონდა წარსულში დრო, როდესაც ქართული ფული შემოვიდა და „გოციკოები“ დაარქვეს, არ ვიცი რამდენად კარგი აზრია“, - მიმართა თეა წულუკიანმა რომან გოცირიძეს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)