|
2019-03-20 18:13:35, 1409 ნახვა
კომენტარი
„ღია მმართველობის პარტნიორობის" ფორმატში საქართველომ ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს სამინისტროს მუშაობის შედეგები გააცნო. სხვადასხვა საკითხებთან ერთად, მინისტრმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფორმატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ფორმატში საქართველომ ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. „ჩვენ ჩავატარეთ „ღია მმართველობის პარტნიორობის" გლობალური სამიტი. 2016 წელს ჩემი, იუსტიციელებისა და ამ მთავრობის ძალისხმევის შედეგად ჩვენ აგვირჩიეს „OGP"-ის თანათავმჯდომარე ქვეყნად. გადმოვიბარეთ საფრანგეთიდან თავმჯდომარეობა ისეთი ორგანიზაციისა, როგორიც არის 75-ზე მეტი ქვეყნის გამაერთიანებელი ორგანიზაცია და ვუმასპინძლეთ სამიტს. უცხოელები ამბობდნენ, რომ ეს არის სტანდარტი, თუ როგორ უნდა ჩაატარონ სხვა ქვეყნებმა მსგავსი გლობალური სამიტები", − განაცხადა თეა წულუკიანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)