20:08 - 28 Oct, 2026
|
2019-03-20 16:26:10, 1504 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: ბიზნესის კეთების რეიტინგში იუსტიციის სამინისტროს სისტემის ძალიან დიდი წვლილია
"ბიზნესის კეთების რეიტინგში იუსტიციის სამინისტროს სისტემის ძალიან დიდი წვლილია", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ბიზნესის კეთების რეიტინგში ძალიან დიდი წვლილია იუსტიციის სამინისტროს სისტემის, რადგან საქართველო არის მოწინავე Doing Business-ში. აქ არის ოთხი კომპონენტი. 2012-2013 წლებში ვიყავით მეშვიდე ბიზნესის დაწყების რეიტინგში. დღეს ვართ მსოფლიოში მეორე, ქონების რეგისტრაციის ნაწილში ჩვენ ვართ რიგით მეოთხე ქვეყანა და ეს მთლიანად საჯარო რეესტრისა და სხვადასხვა მოკავშირე სახელმწიფო სტრუქტურების დამსახურებაა, რომელთა „ფრონტ ოფისის" ფუნქციასაც იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ასრულებენ", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)