15:26 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 16:14:48, 1075 ნახვა

საზოგადოება
2019 წელს საზოგადოებრივი ცენტრები აშენდება

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს სამინისტროს მუშაობის შედეგები გააცნო.

მისი თქმით, 2019 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საზოგადოებრივი ცენტრები აშენდება.

„საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა მიმდინარეობს და წელს დასრულდება შუახევსა და დუშეთში. 2019 წელს დაიწყება საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა დედოფლისწყაროში, ვანში, ბაღდადში, ჭიათურაში, ტყიბულში, ამბროლაურში, ქობულეთში, ცაგერში, ქედაში, ხულოსა და თეთრწყაროში, ასევე, გაეროს დაფინანსებით. როგორც წესი, ორგანიზაცია ამ ტიპის მშენებლობებს არ აფინანსებს და მადლობას ვუხდით მათ ამ პირველი ნაბიჯისთვის. სექტემბრიდან ორი საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება კაჩაგანში და ულამაზეს სოფელ ჭრებალოში. ასევე, გლდანელებს, მუხიანელებს და ნაძალადეველებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ, როგორც იცით, კერძო და საჯარო პარტნიორობის ტიპის პროექტი გავაკეთეთ და ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში საზოგადოებრივი ცენტრი მოვაწყვეთ, სადაც (გლდანში) გაიცემა სერვისები. რა თქმა უნდა, მოველოდით, რომ ეს იქნებოდა წარმატებული პროექტი, მაგრამ არ დაგიმალავთ და ასეთ წარმატებას არ ველოდით. ვგულისხმობ ნაკადებს. რეალურად ეს პროექტი დღეს არის, თუ შეიძლება ითქვას, თავისივე წარმატების მსხვერპლი. ამიტომაც წელს ვგეგმავთ ახალ ფართში გადასვლას, რომელიც იქნება გაცილებით უფრო დიდი. ასევე იქნება გლდანში, რათა მათ ჰქონდეთ საზოგადოებრივი ცენტრი“, -განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

2018 წელს გახსნილი საზოგადოებრივი ცენტრები

2018 წელს გახსნილი საზოგადოებრივი ცენტრები: ლანჩხუთი; აწყური, სანიორე/ ნაფარეული, ზედა საზანო, ლესიჭინე; საჩხერე, წნორი, დმანისი, ადიგენი; ახალსოფელი, მუხრანი, უდაბნო, საწირე.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს სამინისტროს მუშაობის შედეგები გააცნო. „მოგვარდა პრობლემა რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების საარჩევნო უფლებასთან დაკავშირებით. შემოგთავაზეთ ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომლითაც რეალურად მოგვარდა პრობლემა რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების საარჩევნო უფლებასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხის ირგვლივ ყოველ საარჩევნო წელს ისმოდა კრიტიკული შენიშვნები ოდირის მხრიდან. გასული წლის არჩევნებზე კი, როგორც მოგეხსენებათ, რეგისტრაციიდან მოხსნილ პირებთან მიმართებით პრობლემები არ შეგვქმნია. სწორედ თქვენი მხარდაჭერით შევძელით ამ ცვლილებების კანონად ქცევა“, -განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics