|
2019-03-20 13:11:10, 1502 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე: შესაძლოა თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ შავი საქმეების შემსრულებელი იყოს
„როგორ ახერხებს „ქართული ოცნების“ მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი წევრი [თეა წულუკიანი] მუდმივად თანამდებობის შენარჩუნებას“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. დეპუტატს აინტერესებს რა იყო თეა წულუკიანის და პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის უთანხმოების მიზეზი: „ჩავარდნილი სასამართლო სისტემა, სერიოზული ჩამორჩენა საკანონმდებლო სისტემაში, როცა პროკურატურას ხელმძღვანელობდა. ასევე ზალადობა, გამოუძიებელი საქმეები - სწორედ ასეთი მინისტრი მე-7 წელია არის ფავორიტი იმ ადამიანის, რომელიც ზოგადად წყვეტს მინისტრების თუ ზოგადად ადამიანების ბედს საქართველოში. როდესაც მას აქვს უფლება, რომ შანტაჟის ენით ელაპარაკოს პრემიერ-მინისტრს, როდესაც მინისტრი იმუქრება გადადგომით და საზოგადოებამ არ იცის, რასთან არის ეს დაკავშირებული, ეს არის ხელშეუხებელი ფავორიტის როლში მოვლენილი ადამიანი, რომელსაც აქვს ერთი ადამიანის ზურგი და თუ რატომ, ეს გასარკვევია - ან აშანტაჟებს ან შავი საქმის შემსრულებელია“ - განაცხადა რომან გოცირიძემ. ცნობისთვის, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენენ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)