20:00 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 10:41:40, 1100 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე: ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს ყველასთვის თანაბარი წვდომა მაღალი ხარისხის განათლებასა და ჯანდაცვაზე

ნებისმიერი სახელმწიფოს მთავარი  მისია უნდა იყოს, უზრუნველყოს მინიმუმ ორი რამ - წვდომა მაღალი ხარისხის განათლებასა და ჯანდაცვაზე ჰქონდეს ყველას, მიუხედავად იმისა, რომელ ქალაქსა თუ სოფელში დაიბადა, როგორ ოჯახში და რა სოციალურ პირობებში იზრდებოდა ადამიანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემაში "პირისპირ" სტუმრობისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, განათლებასა და ჯანდაცვაზე წვდომა არ უნდა იყოს პრივილეგია. უმაღლესი განათლების ნაწილში კი, პრემიერის  თქმით, აუცილებელია საერთაშორისო  სტანდარტების დაკმაყოფილება.

„საქართველოში გაცემული დიპლომები ვალიდური უნდა იყოს ევროკავშირის ქვეყნებში. როდესაც საუბარია დასავლურ განათლებაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი დიპლომები უნდა იყოს იმავე დონის და აღიარებული ნებისმიერ დასავლურ, ამ შემთხვევაში კი ევროკავშირის ქვეყანაში. ამის რესურსი არსებობს და ასოცირების შეთანხმებით, ისევე, როგორც ევროკავშირთან ჩვენს მიერ დასახული ახალი პერსპექტივებით, განათლება წამყვანი სფეროა. უმაღლესი განათლების რეფორმა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს უნივერსიტეტები, ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ, ჩვენს ახალგაზრდებს დასავლური, ევროპული განათლების მიღების საშუალებას მისცემენ და საქართველოში გაცეული დიპლომები აღიარებული იქნება ევროკავშირის ზონაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობას, მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისით უნივერსიტეტების საბაზისო დაფინანსებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„რეფორმის ერთ-ერთი ნაწილი იქნება ის, რომ უნივერსიტეტები ჩვენ ეტაპობრივად გადავიყვანოთ ე.წ საბაზისო დაფინანსებაზე. დღეს უნივერსიტეტები პრაქტიკულად დამოკიდებულნი არიან სტუდენტების რაოდენობაზე, რომ მიიღონ მინიმალური შემოსავალი, რათა განაგრძონ ფუნქციონირება. რა თქმა უნდა, ეს ეფექტური მიდგომა  არ არის და ჩვენ ის უნდა შევცვალოთ, რათა ორიენტირებული ვიყოთ ხარისხზე. უნივერსიტეტებს, რომლებსც აქვთ ევროპული ხარისხის დიპლომის გაცემის რესურსი, უნდა ჰქონდეთ საბაზისო დაფინანსება, რომელიც აუცილებლად მოხმარდება კვლევებს. მეცნიერება და განათლება უნივერსიტეტში, ორი ურთიერთგადაჯაჭვული სფეროა და შესაბამისად, უნივერსიტეტებისთვის საბაზისო დაფინანსების მიცემამ ჩვენ ორივე მიმართულებით წარმატება უნდა მოგვიტანოს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics