|
2019-03-19 17:04:58, 1144 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისარი - ევროკავშირიდან საქართველოში უკვე ხორციელდება ინვესტიციები და გვინდა, მისი მასშტაბები უფრო გაიზარდოს
„ევროკავშირი საქართველოსთვის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარია, რაც ჩვენს ურთიერთობაში უზარმაზარი წარმატებაა, თუმცა, მეტის გაკეთება შეგვიძლია“, - ამის შესახებ ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალსტრომმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრა ის პერსპექტივები განიხილეს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს, რათა ქართველმა მეწარმეებმა უკეთ იცოდნენ, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მათ ევროკავშირის ბაზარმა და უკეთესი წვდომა ჰქონდეთ ევროკავშირის ბაზარზე. „ჩვენ ვცდილობდით, ეკონომიკის მინისტრთან ერთად გამოგვევლინა გზები და საშუალებები იმისა, რომ ქართველ მეწარმეებს მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ შეიძლება, საქართველომ უკეთ გამოიყენოს საექსპორტო პოტენციალი და თუ ამ პროცესში რაიმე სირთულეები არსებობს, ისინი მაქსიმალურად ეფექტურად გადავლახოთ“, - განაცხადა მალსტრომმა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს საინვესტიციო კლიმატი გაუმჯობესებულია. „მნიშვნელოვანია საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება და ვულოცავ ამას საქართველოს. ეს განზრახვები უნდა გადაიზარდოს საქართველოში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. ევროკავშირიდან საქართველოში უკვე ხორციელდება ინვესტიციები და გვინდა, მისი მასშტაბები მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზარდოს, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და მეტი კონსოლიდაცია შემოვიტანოთ საქართველოს საინვესტიციო კლიმატში, რომ ჩვენი საქმიანობა მრავალფეროვანი, დივერსიფიცირებული გახდეს და ამ ყველაფრის შედეგად შეიქმნას სამუშაო ადგილები“, - განაცხადა ევრკომისარმა. სესილია მალსტრომმა ასევე სავაჭრო შეთანხმებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს სივრცე უკვე კარგად ფუნქციონირებს. „ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოდან უკვე ბევრი პროდუქტი იმკვიდრებს ადგილს ევროკავშირის სავაჭრო დახლებზე და კიდევ უფრო მეტის ნახვა გვსურს. ჩვენ საკრედიტო საშუალებებს ვაწვდით საქართველოს მეწარმეებს, ფერმერებს. უკვე გამოიყო 80 მილიონი ევრო, რომლითაც ათასობით ფერმერი სარგებლობს და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე უკვე კარგად ფუნქციონირებს, თუმცა მუდმივად საჭიროებს ზრდა-განვითარებას. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რეფორმები. ვიმედოვნებთ, დემოკრატიული რეფორმები მომავალშიც გაგრძელდება და საქართველო კვლავაც ისარგებლებს იმ უპირატესობით, რაც დაკავშირებულია ჩვენს საერთო ღირებულებებთან. ეს განწყობა უნდა შენარჩუნდეს, ყველა მნიშვნელოვანი აქცენტი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთდა, უნდა იყოს გათვალისწინებული და მოსახლეობისა და ინვესტორების მხრიდან რეფორმებისადმი სრული ნდობა არსებობდეს“, - აღნიშნა მალსტრომმა. გარდაი ამისა, ევროკომისარმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სურვილია, საქართველომ ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობები განავითაროს. „ასევე, გვსურს, საქართველომ განავითაროს შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის. ხორციელდება რეფორმები უკეთესი მომავლისთვის და ჩვენ ამას მივესალმებით. არსებობს უფრო მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა. ჩვენს ხალხთაშორის ურთიერთობებში გაუმჯობესებული მობილობა და ვიზალიბერალიზაცია, ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება, უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ, მეტი ეკონომიკური ინტეგრაციის საშუალებას იძლევა. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ბიზნესასოციაციასთან განვიხილავ ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ შესაძლებლობებს“, - განაცხადა სესილია მალსტრომმა.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)