|
2019-03-19 16:51:50, 1187 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა
„ევროკომისართან და მის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროკომისარ სესილია მალსტრომთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა. „ბუნებრივია, ამ ურთიერთობების დინამიკაში განსაკუთრებული როლი ჰქონდა ისტორიულ შეხვედრას, გასული წლის 21 ნოემბერს, როდესაც ევროკავშირმა მხოლოდ საქართველოსთვის შექმნა ფორმატი. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან ბრიუსელში - ევროკომისრებთან ერთად განგვეხილა დამატებითი პერსპექტივები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. ჩვენ რამდენიმე წელია, ვსარგებლობთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით და უკვე გვაქვს ძალიან კონკრეტული და კარგი შედეგები. პირველ რიგში, მინდა, ყურადღება გავამახვილო იმ დინამიკაზე, რომელიც გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ევროკავშირია საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორი. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენი ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება ევროკავშირის ბაზარზე და ამავე დროს ფართოვდება საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტი. მისასალმებელია, რომ 800-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი ევროპის ბაზარზე. ისინი თავიანთ პროდუქციას ყიდიან წარწერით - Made in Georgia, რაც განსაკუთრებით საამაყოა და მინდა, თითოეულ ამ კომპანიას მადლობა გადავუხადო. ჩვენს მეწარმეებს ეზრდებათ მოტივაცია, აწარმოონ ევროპული ხარისხის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. ევროკავშირის ხარისხის მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს და უკვე ევროპულ ბაზარზე შეგვიძლია გავიტანოთ ქართული თაფლი და შავი ზღვის თევზი. ამასთან ერთად, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ პროდუქციის ახალ სიაზე, რომლის გატანასაც სამომავლოდ შევძლებთ ევროპის ბაზარზე. ევროკომისიის დახმარებით, შევიმუშავეთ საქართველოს ექსპორტის განვითარების სტრატეგია, რომელიც მოიცავს კონკრეტული პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე განთავსების სამოქმედო გეგმას. ვფიქრობ, ეს არის სწორი მიდგომა, რომ ჩვენ გვქონდეს ექსპორტის განვითარების არა მხოლოდ ზოგადი სტრატეგია, არამედ ამავე დროს, სამოქმედო გეგმა თითოეული პროდუქტის მიხედვით. მინდა, ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო ევროკავშირს იმ დახმარებისათვის, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმების განხორციელების პროცესში, ასევე იმ ხელშეწყობისთვის, რომელსაც იჩენს ევროკავშირი ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის დასაქმებასა და ეკონომიკურ ზრდაზე. ამ მიმართულებით, მინდა გამოვყო საფინანსო შეთანხმება „უნარების განვითარების მხარდაჭერაზე", რომლის ფარგლებშიც, საქართველო მიიღებს ევროკავშირის მხრიდან თითქმის 50 მილიონ ევრომდე დახმარებას. ჩვენი მოსახლეობის დასაქმება ჩვენი მთავრობის მთავარი საზრუნავია, პროფესიული განათლება კი არის მოკლე გზა ამ გამოწვევის დაძლევისკენ. შესაბამისად, ეს პროექტი პირდაპირ კავშირშია იმ ეროვნული მნიშვნელობის რეფორმასთან, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ განათლების სექტორში და სადაც პროფესიულ განათლებას განსაკუთრებული ადგილი აქვს. ჩვენ ყველა რესურსს მივმართავთ იმისკენ, რომ განათლება გახდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დომინანტი სექტორი. ასევე მინდა გამოვყო საფინანსო შეთანხმება - „ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ საქართველოში", რომლის ფარგლებშიც საქართველოსათვის გათვალისწინებულია 48 მილიონ ევრომდე დახმარება. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოსა და მისი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სამ მიმართულებაზე - კომერციული დავების უფრო სწრაფი გადაწყვეტის უზრუნველყოფაზე, საფინანსო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებასა და ბაზარზე ორიენტირებული და ინოვაციური ბიზნესმოდელების ჩამოყალიბების პროცესების ხელშეწყობაზე. მსგავსი მიმართულებით მხარდაჭერა დაგვეხმარება ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიზნის მიღწევაში, რომ სწორედ საქართველო გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი. ასევე მინდა გამოვყო ევროკავშირის პროგრამა DCFTA Facility, რომელიც მეწარმეებისთვის შეღავათიან ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს. ჩვენ დღევანდელ შეხვედრაზე ევროკომისარს გავაცანით მთავრობის ინიციატივები ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, ეკონომიკური მოდერნიზაციის, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და პროფესიული განათლების რეფორმის მიმართულებით, ასევე მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის კუთხით. ჩვენ ვქმნით ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკას, რომელიც სამართლიან და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებულ თამაშის წესებზე იქნება აგებული და ამაში ევროკავშირის სრული მხარდაჭერა გვაქვს. ჩვენ მზად ვართ და ეს არის ჩვენი მოტივაცია, რომ მოვახდინოთ უფრო მეტი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი. ვფიქრობ, 5 მარტს ბრიუსელში ჩვენს მიერ წარდგენილი საგზაო რუკა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოოთ საქართველო ევროკავშირის სტრუქტურებს. ბუნებრივია, ვაჭრობის სფეროს ამ მიმართულებაში განმსაზღვრელი როლი აქვს და მსურს, ჩვენს ევროპელ კოლეგებს ამ მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. შარშან საფუძველი ჩაეყარა ევროკავშირსა და ასოცირებულ პარტნიორებს - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას - შორის ვაჭრობის საკითხებში არაფორმალურ მინისტერიალს და ქალბატონი მალმსტრომი იყო ამ იდეის ავტორი. მინდა, კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირო ამ ფორმატს და მადლობა გადავუხადო ქალბატონ ევროკომისარს ამ ინიციატივისთვის. მოგეხსენებათ, 11-12 ივლისს, ბათუმში, ჩვენ ვგეგმავთ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც მიეძღვნება „აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლისთავის აღნიშვნას. ამ ღონისძიების ფარგლებში, ჩვენ გავმართავთ მასშტაბურ საინვესტიციო ფორუმს, სადაც ბიზნესწრეების წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილნი და კიდევ ერთხელ მოგვეცემა საშუალება, განვიხილოთ, რა გვაქვს დამატებით გასაკეთებელი ერთობლივად, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა კიდევ უფრო წავახალისოთ და ახალ დონეზე ავიყვანოთ. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ევროკავშირის შორის სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპულ ოჯახში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის თვალსაზრისით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)