20:00 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-19 16:43:04, 1184 ნახვა

პოლიტიკა
კვაჭანტირაძის პოსტიდან გათავისუფლების საკითხზე პარლამენტში განმეორებითი კენჭისყრა დღესვე გაიმართება

დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს პარლამენტი კენჭისყრაზე განმეორებით დღესვე დააყენებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, საკითხის კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 17:00 საათზე გაიმართება.

„დღეს პლენარულ სხდომაზე იყო გარკვეული, ტექნიკური ხარვეზები ორ საკითხთან დაკავშირებით, ერთი ეხებოდა პაკეტს უსაფრთხოების საბჭოს შესახებ და მეორე, დიასპორის კომიტეტის საკითხი დღესვე რომ გავიმეოროთ კენჭისყრა დაახლოებით 17:00 საათისთვის, ამისათვის კიდევ ერთხელ უნდა დაინფიცირდეს ბიუროს მიერ, უნდა დავაყენოთ კენჭის ყრაზე. შესაბამისი ცვლილებით დავიწყებთ მუშაობას პლენარულ სხდომაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვერ გადააყენა. კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა, გადაწყვეტილების მისაღებად კი, სულ მცირე 76 ხმაა საჭირო. საკითხზე ხელახალი კენჭისყრა 2 კვირაში გაიმართება.

ამასთან, კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხი პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდმა დააყენა. როგორც მომხსენებელმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური საფუძველი აქვს. მანვე განაცხადა, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი წარმატებებით არ გამოირჩეოდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics