15:29 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-19 16:34:50, 988 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე საგზაო-სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვეს.

დედაქალაქის მერმა კონტრაქტორ კომპანიებს ინფრასტრუქტურული პროექტების მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულება და აღნიშნული მიმართულებით, ხარისხის გაუმჯობესება სთხოვა.

კახა კალაძემ შეხვედრაზე მერიის ინიციატივით დაგეგმილ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. თავის მხრივ, კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა თბილისის მერიასთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს და პროექტების ხარისხიანად შესრულების პირობა დადეს. 

„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვეს, რაც ქალაქისთვის ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია. ის პრობლემები, რომელიც დღეს დედაქალაქში გვაქვს, გვინდა, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოგვარდეს. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი და დრო. შარშან, ძალიან კარგი პროექტები განვახორციელეთ, რომლებშიც ხარისხის თვალსაზრისით, პრობლემა არ გვაქვს. ერთადერთი, რაც გვაწუხებს, არის დრო. გვინდა, რომ შესაბამის სამსახურებთან მაქსიმალური კოორდინაცია იყოს, რათა იმ პროექტების დაგეგმვა, რომელშიც თქვენ გაიმარჯვეთ, ერთობლივად და დროულად მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას ასევე, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და მუნიციპალური ლაბორატორიის დირექტორი ლაშა სამხარაძე დაესწრნენ.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ აღნიშნა, კომპანიების წარმომადგენლებისგან მიიღეს დაპირება, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილი პროექტები ხარისხიანად განხორციელდება.

„დედაქალაქის მერთან ერთად, კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შევხდით. წელს დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, გაცილებით უფრო დიდი მასშტაბებია გათვალისწინებული, ვიდრე გასულ წლებში იყო. ჩვენი მხრიდან დაისვა მოთხოვა, რომ რაც შეიძლება მაღალი ხარისხით და შესაბამისად, მცირე დროში მოხდეს სამუშაოების შესრულება, ვინაიდან, თითოეული სამუშაო პროცესი, გარკვეულწილად, მოძრაობის შეფერხებებთან არის დაკავშირებული. იმედი გვაქვს, რომ ქალაქში შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდება და ყოველივე ეს მაღალი ხარისხით იქნება შესრულებული“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.  

ამასთან, კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა პროექტების განხორციელების პროცესში სხვადასხვა უწყებასთან კომუნიკაციაში დახმარება ითხოვეს, რაზეც მაქსიმალური თანადგომის პირობა მიიღეს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics