06:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 11:02:05, 421 ნახვა

საზოგადოება
ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლებისათვის არასაპატიმრო სანქციების თემაზე მრგვალი მაგიდა გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში სახელმწიფო უწყებებმა ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლებისათვის არასაპატიმრო სანქციების თემაზე მრგვალი მაგიდა გამართეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე; ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ალესანდრო სავარისი; საერთაშორისო ექსპერტები გერმანიიდან და პოლონეთიდან; საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების − განათლებისა და მეცნიერების; შინაგან საქმეთა; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, აგრეთვე, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები.

მრგვალი მაგიდის მიზანი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში წამალდამოკიდებული პატიმრების რაოდენობის შემცირებაა. ღონისძიების მონაწილეები ევროპულ გამოცდილებას გაეცნენ, რომელიც ნათლად მეტყველებს   წამალდამოკიდებული სამართალდამრღვევების მკურნალობის ეფექტიანობაზე ამ პირებისთვის სისხლის სამართლის სასჯელების შეფარდებასთან შედარებით. მრგვალი მაგიდის წარმომადგენლებმა განიხილეს დანაშაულის შემცირებისა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციის თემები, კონკრეტული საკითხები პენიტენციარულ სისტემაში და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დონეზე სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებისათვის.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კვლევის განხორციელება ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს წევრი უწყებების მიერ გამოკვეთილი საჭიროებების მიხედვით. კვლევას სახელმწიფო უწყებების ჩართულობით განახორციელებს ევროსაბჭოს მიერ შერჩეული ექსპერტთა ჯგუფი, რომლის შედეგების საფუძველზე 2016 წლისათვის მომზადდება რეკომენდაციები კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

მრგვალი მაგიდა ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნებს დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბებაში უწევს დახმარებას. ანტინარკოტიკული კანონმდებლობის დაბალანსებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უკვე განახორციელა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება. 2013 წლის დეკემბრიდან ქვეყანას ახალი ნარკოსტრატეგია აქვს, რომელიც ნარკოდანაშაულის პრევენციისა და ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობისკენაა მიმართული. ამ კუთხით, არაერთი თანმიმდევრული ღონისძიება განხორციელდა; ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლში ინიცირებული ცვლილებაა, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობისა და გასაღებისათვის განსხვავებულ პასუხისმგებლობას აწესებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics