20:00 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-19 16:26:28, 1326 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია „ოცნებას“ - კვაჭანტირაძის კომიტეტი რატომ გამოარჩიეთ - რამე საერთაშორისო პრიზი უნდა აეღო?!

მე ყველა კომიტეტის მუშაობას „ცუდად“ ვაფასებ, მაგრამ კვაჭანტირაძის კომიტეტი რატომ გამოარჩიეთ - რამე საერთასორისო პრიზი უნდა აეღო და ვერ აიღო? - ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების“ წევრებს, პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხზე მსჯელობდნენ.

როგორც მან აღნიშნა, გაუგებარია ის მიზეზი, თუ რის გამო გადაწყვიტეს კომიტეტის თავმჯდომარეობიდან კვაჭანტირაძის გადაყენება.

„ეს არის თქვენი „ქართული ოცნების“ სტანდარტი, რომ არ შეიძლება კომიტეტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე იყოს არაუმრავლესობის წევრი, თუნდაც თქვენ გუშინდელი თანაგუნდელი, რომელთანაც გუშინ ამხელა ღირებულებითი ერთიანობა გქონდათ. გავიგე ეს, მაგრამ მერე მაინც წაგცდათ ტრადიციულად, რომ ცუდად მუშაობდაო. მე ყველა თქვენი კომიტეტის მუშაობას ცუდად ვაფასებ, მაგრამ ეს კომიტეტი როგორ გამოარჩიეთ, რაიმე საერთაშორისო პრიზები უნდა აეღო და ვერ აიღო, რას გულისხმობთ?“ - მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვერ გადააყენა. კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა, გადაწყვეტილების მისაღებად კი, სულ მცირე 76 ხმაა საჭირო. საკითხზე ხელახალი კენჭისყრა 2 კვირაში გაიმართება.

ამასთან, კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხი პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდმა დააყენა. როგორც მომხსენებელმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური საფუძველი აქვს. მანვე განაცხადა, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი წარმატებებით არ გამოირჩეოდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics