2019-03-19 15:59:54, 1228 ნახვა
საზოგადოება
თემქაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა
თემქაზე, მესამე მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე აფეთქება მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება დახურულ აივანზე ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, აფეთქების შედეგად ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლის აივნის ნაწილი, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ადგილზე სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურები მუშაობენ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან