19:59 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-19 12:01:19, 1082 ნახვა

პოლიტიკა
სესიაშვილი საკუთარ ინიციატივასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ ჯგუფებს და რელიგიურ ორგანიზაციებს კონსულტაციებს სთავაზობს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი საკუთარ ინიციატივაზე კონსულტაციებს  პოლიტიკურ ჯგუფებსა და რელიგიურ ორგანიზაციებს  სთავაზობს.

მისი განმარტებით, სწორედ კონსულტავიების შემდეგ მოხდება აღნიშნული ინიციატივის კომიტეტზე განხილვა.

„ჩემმა ინიციატივამ გარკვეული  აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია საზოგადოებაში, მათ შორის, ადგილი ჰქონდა გარკვეულ სპეკულაციას იმდენად, რამდენადაც ჩემი პროექტის მიხედვით არანაირი მინიშნება-მითითება არ არის რომელიმე პროფესიისთვის უპირატესობის მინიჭების თაობაზე. ჩემთვის მთავარი ამოცანაა, რომ რამდენადაც გაწვევის სისტემას შეექმნა გარკვეული პრობლემა, მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ზოგიერთი რელიგიური ორგანიზაციები არაკეთილსინდისიერად იყენებს ამ მოცემულობას, ამიტომ ჩემი ინიციატივა სწორედ ამას ეფუძნებოდა, თუმცა რადგან საზოგადოებაში გაჩნდა გარკვეული მოსაზრება რომ შეიძლება ამას ჰქონდეს დისკრიმინაციული ხასიათი, მე ვთავაზობ ჩემს კოლეგებს, ყველა პოლიტკურ ძალას, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გავაგრძელოთ კონსულტაციები, მათ შორის უახლოეს ხანებში მე ვგეგმავ შეხვედრას იმ რელიგურ ორგანიზაციებთან, რომლებიც კეთილსინდისიერად სარგებლობენ ამ შეღავათით და მოგიწოდებთ ყველას რომ ამ შემთხვევაში ერთობლივად ვიმსჯელოთ. თუ ასე გაგრძელდა მთლიანად სერიოზული პრობლემა შეემთხვევა მთლიანად თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორს. ერთ-ერთი რელიგიური ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის არაკეთილსინდისიერად გამოყენებამ გამოიწვია ის რომ 6900 წვევამდელმა თავი აარიდა კონსტიტუციურ ვალდებულებას, ამიტომ გავაგრძელოთ კონსულტაციები, ხოლო მას შემდეგ რაც შევჯერდებით და მოვხსნით შფოთვას რელიგიურ ორგანიზაციებში ადგილი არ ჰქონდეს დისკრიმინაციას, შემდეგ მოხდება მისი კომიტეტზე განხილვა“, - გაანცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საქმე ეხება, ირაკლი სესიაშვილი ინიციატივას, გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ. თუმცა, ამ შემთხვევაში, მართლმადიდებელ ეკლესიას საუბარი არ ეხება. დეპუტატის განმარტებით, ზოგიერთი ორგანიზაციის მიერ აღნიშნული ნორმის არასამართლიანად გამოყენების გამო, სავალდებულო სამსახურში გაწვევის სისტემას მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics