19:59 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-19 10:24:54, 1009 ნახვა

პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს, ანტონი მაგდონალდს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ სტუმრებს აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი პროექტები გააცნო და აღნიშნა, რომ რეგიონში დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

,,აღსანიშნავია, რომ საქართველოს და ADB- ს ათ წელზე მეტი წარმატებული პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომლის დროსაც ჩვენს რეგიონში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მათ შორის, ერთ-ერთი უმსხვილესია ნაპირსამაგრის პროექტი.

დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ ორ უმნიშვნელოვანეს, ბულვარის გაგრძელების და ჭოროხის ხიდის პროექტზე, რომლის დაფინანსებით ADB-ის წარმომადგენლები დაინტერესდნენ", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციამ აჭარაში ჭოროხის ხიდის მშენებლობის და ბულვარის გაგრძელების უმნიშვნელოვანესი პროექტის დაფინანსებაზე მზაობა გამოთქვა. არსებული გადაწყვეტილების მიხედვით ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის წინა მოსამზადებელ დოკუმენტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, რის საფუძველზეც მალე პროექტის განხორციელება დაიწყება.

შეხვედრაზე აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ანტონი მაკდონალდმა განაცხადა - „საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებით და ჩემი აჭარაში ვიზიტი, აზიის განვითარების ბანკის მიერ, ამ პოტენციალის ხელშეწყობას ითვალისწინებს".

საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიის შესაბამისად, ბანკის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს გზების, ენერგო სექტორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურა და მომსახურება, საჯარო სექტორის მართვა, კერძო სექტორის განვითარება, ფინანსური სექტორის გაღრმავება და ინკლუზიურობა, მმართველობა, გენდერული თანასწორობა და ცოდნაზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღება.

დღეისთვის, აზიის განვითარების ბანკი საქართველოში სხვადასხვა პროექტს 1,9 მილიარდი დოლარით აფინანსებს.

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, მინისტრის მოადგილე თორნიკე კუჭავა, ADB -ს დირექტორი საქართველოში იეშიმ ილჰან-კაიალარი და ADB - ს პროექტის უფროსი ოფიცერი ავთანდილ ცხვიტავა ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics