14:37 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-19 10:21:40, 977 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე კანდელაკის ქუჩაზე მიმდინარე ღამის სამუშაოების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ღამით, კანდელაკის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო და მოსახლეობას ღამის სამუშაოების წარმოების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის მოუბოდიშა.

„მადლობას ვუხდი მოსახლეობას თანადგომისთვის, რადგან მესმის, რამდენად რთულია, რომ ღამის საათებში მიმდინარეობს სამუშაოები. ეს ადამიანები მოთმინებით ეკიდებიან ამ ყველაფერს, რადგან ეს, პირველ რიგში, მათთვის და ჩვენი ქალაქისთვის კეთდება. მინდა ბოდიში მოვუხადო მათ, რადგან, როდესაც ღამე მიდის მუშაობა, არის ხმაური და ეს ძალიან დიდ დისკომფორტს წარმოადგენს. გვინდა, რომ ძალიან მალე დავამთავროთ ყველაფერი და ორიენტირებული ვართ ხარისხზე, რადგან როდესაც ამხელა თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან, რა თქმა უნდა, ხარისხი უნდა იყოს უმაღლესი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, ღამით მუშაობის მიზანია, რომ დღისით ნაკლებად შეიზღუდოს საგზაო მოძრაობა სატვირთო მანქანების გამო.

„პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლისა და წყალარინების ქსელის განახლების სამუშაოებს ახორციელებს. ვცდილობთ, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშაოთ, რომ მალე დავასრულოთ სამუშაოები და დღის განმავლობაში ნაკლებად შეიზღუდოს მოძრაობა. ღამის საათებში მიმდინარეობს მიწის გატანა, რადგან დღისით, ამ მონაკვეთზე დიდი სატვირთო მანქანების გადაადგილება შეუძლებელი იქნებოდა და კიდევ უფრო დავტვირთავდით მოძრაობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კანდელაკის ქუჩის 1,2-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 28 თებერვალს დაიწყო. კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში იგეგმება მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულად შეცვლა, ასფალტის საფარის დაგება, ასევე, LED-განათების, ტროტუარებისა და ბორდიურის მოწყობა.

პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 410 000 ლარი დაიხარჯება.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics