2019-03-18 17:16:33, 1309 ნახვა
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ქართული ოცნების“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
შესაბამისად, საკომიტეტო მოსმენები დასრულებულია და კანონპროექტი პირველ მოსმენაზე სესიაზე გავა.
აღსანიშნავია, რომ მართველი გუნიდის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივას მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უჭერენ მხარს.
ცნობისთვის, კენჭისყრას წინ ხანგრძლივი განხილვა და მწვავე დაპირისპირება უძღვოდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან