2019-03-18 17:03:53, 1292 ნახვა
პოლიტიკა
ზარდიაშვილი - თუ ბესელია დატოვებს საპარლამენტო მანდატს, დღესვე გადავდგები
თუ ეკა ბესელია დატოვებს საპარლამენტო მანდატს, მეც დღესვე გადავდგები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.
ზარდიაშვილსა და ბესელიას შორის დაპირისპირება მოსამართლეთა შერჩევასა და მათი უვადოდ დანიშვნის საკითხს მოჰყვა.
„არამცთუ პირველი მოადგილეობიდან გადადგომა, მე დღესვე მზად ვარ პარლამენტის მანდატზე უარი ვთქვა, თუ ამ შემთხვევაში ეკა ბესელიაც უარს იტყვის თავის მანდატზე,“ - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან