|
2019-03-18 16:52:32, 1075 ნახვა
პოლიტიკა
„საბოტაჟის მეტს არაფერს აკეთებდი იურიდიულ კომიტეტში“ - ფოფხაძე და ზარდიაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსამართლეთა შერჩევის პროცეუდასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს განიხილავენ, კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. ამჯერად ერთმანეთს დეპუტატი გედევან ფოფხაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი დაუპირისპირდნენ. სხდომაზე ფოფხაძემ მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მათ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის პრინციპებთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელებულიყო და საკითხის მეორე მოსმენაზე გატანა არ მომხდარიყო. „როგორც ვხედავ, აქ საუბარია იმაზე, რომ კონსეუსუსზე ვიფიქროთ მეორე მოსმენის რეჟიმში, მაგრამ პრინციპული წინააღმდეგობა რაზეც არის, იმას ჩვენ ეხლა ხაზს ვუსვამთ, არც კი ვციდლობთ პოზიციების შეჯერებას და ვაგრძელებთ სიარულს. არ მგონია, რომ ეს სწორი იყოს. პრინციპული პოზიცია ჩემთვის არის ის, რომ კრიტერიუმები შევამციროთ, არ იყოს აქცენტი ამ მოსამართლეობაზე და გავზარდოთ იმ ადამიანთა სია, რომელიც მოვა პარლამენტამდე. რა ფორმით გავაკეთებთ ამას, ამაზე დავიწყოთ საუბარი. ამას მარტო იმიტო კი არ ვამბობ, რომ გამიხარდება თუ რაღაცას გაითვალისწინებთ, პროცესის მიმართ ნდობა გაიზრდება. ჩვენ მოვისმინეთ არასამთავრობო სექტორის განწყობები და ადამიანები გვეკითხებიან - სივრცეს გვიტოვებთ მოლაპარაკებებისთვის? მე მგონია, რომ არც ჩვენთან არ იქნება სწორი, ხაზი გაესვას რომ პრინციპული სივრცე დამთავრებულია და მეორე მოსმენაზე ვილაპარაკოთო. მეორე მოსმენის ნაწილში რაც რჩება საერთოდ არ არის ჩემთვის საინტერესო, მე მაგ დეტალებში შემოსვლას არ ვაპირებ. თუ ასეა, მაშინ მე ან საპროტესტო ტალღაზე უნდა დავიწყო ფიქრი, ქუჩებში უნდა გავიდე და ხალხს ველაპარაკო. მე მგონია, რომ ამ ფორმით პირველი მოსმენის დამთავრება არის სახელმწიფოებრივად არასწორი გადაწყვეტილება“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. მას კანონპროექტის წარმდგენი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ საჭიროა პოლიტიკური მოტივები დეპუტატებმა გვერდზე გადადონ და კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედონ. „ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ დღეს ჩვენ ვირჩევთ ვინმეს. გთხოვთ კოლეგიალურად, ადამიანურად, ჩვენი პირადი პოლიტიკური მოტივები გადავწიოთ ცოტა ქვემოთ, დავდგეთ ამ მოტივებზე უფრო მაღლა და ვიმოქმედოთ კონსტიტუციის შესაბამისად. ერთ გუნდში ჩვენ აღარ ვართ, თქვენ თქვენი ღირებულებები გაქვთ, ჩვენ ჩვენი“, - აღნიშნა ოხანაშვილმა. საპასუხოდ ფოფხაძემ მმართველი გუნდი იუსტიციის საბჭოს „ზონდემოსამართლეების“ ინტერესების ლობირებაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ მას დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა რეპლიკით მიმართა: „ვერ გავარკვიე, რატო არც ერთ რეფორმაში არ ჩაწერე? სამი რეფორმა გაქ ჩატარებული“. ზარდიაშვილის რეპლიკამ ფოფხაძის გაღიზიანება გამოიწვია: „დავჯდეთ დებატებში და ყველაფერს გეტყვი პირში. შენი ჭკუის სასწავლებელი არაფერი არ მჭირს. რაც უნდა გამეკეთებინა და არ გავაკეთე იმას გავაკეთებ, გპირდები. ნახავ მაგას. შენ პირადად რაც გაქვს გაკეთებული, ყველაფერს წარმოვადგენ. საბოტაჟის მეტს არაფერს აკეთებდი იურიდიულ კომიტეტში“. ხმაურის გამო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. „საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესოა ის კანონპროექტი, რომელსაც განვიხილავთ და სამწუხაროდ კანონპროექტის გარდა ყველაფერზე ვსაუბრობთ“, - მიმართა მათიკაშვილმა დეპუტატებს. ცნობისთვის, კომიტეტის სხდომა მთელი დღის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სიტყვიერი დაპირისპირებების გარდა, სხდომაზე დღეს ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ერთმანეთს „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ბერაია დაუპირისპირდნენ.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)