18:57 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-18 16:38:03, 1231 ნახვა

პოლიტიკა
ზარდიაშვილი: „კლანი“ არასამთავრობო სექტორში საია-ს აქვს, ჰკითხეთ „შავმაიკიანებს“, რამდენს ჰქონდა შეხება მასთან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვანო ზარდიაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაუპირისპირდა.

როგორც ზარდიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, მესამე სექტორი საზოგადოებაში მიზანმიმართულად ავრცელებს დამახინჯებულ აზრს,  მის გავლენებთან დაკავშირებით სასამართლო ხელისუფლებაზე.

თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, სასამართლო სისტემაში მოქმედი კლანი იმართება მიხეილ ჩინჩალაძის და ვანო ზარდიაშვილის მითითებებით და ამაში ჩართულია დეპუტატის მეუღლეც კი.

 „იმ დახურული  პროცესიდან გამომდინარე რასაც ეს კანონპროექტი გვთავაზობს ცხადია ჩნდება კითხვები მიხეილ ჩინჩალაძის ინტერესები ხომ არ იქნება ამ პროცედურის შედეგად გათვალისწინებული იმიტომ რომ მას არა მარტო საბჭოს წევრებში ჰყავს მეგობრები , ახლობლები და ნათესავები არამედ თითონ საბჭოს აპარატშიც. სწორედ იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი რომელმაც უნდა მოიკვლიოს მოსამართლეების შესახებ ინფორმაცია“, - მიმართა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტმა ოლიკო შერმადინმა ვანო ზარდიაშვილს.

რასაც ზარდიაშვილის გამოხმაურება მოჰყვა, რომელმაც აღნიშმნა, რომ რომ ოლიკო შერმადინი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

„ხუთი წუთის წინ ჰქონდა სხვა პოზიცია ნათქვამი. მან თქვა რომ ჩემი მეუღლე არ გაძლევდათ საჯარო ინფორმაციას. როდისმე ჩემს მეუღლეს საჯარო ინფორმაცია არ გაუცია?“, -მიმართა ოლიკო შერმადინს ვანო ზარდიაშვილმა რომელმაც უპასუხა, რომ მან უნდა იცოდეს იმის შესახებ, რომ მისი მეუღლე არ გასცემს საჯარო ინფორმაცია.

ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, მესამე სექტორი ცდილობს უზენაეს სასამართლოში გაიყვანოს ანა ნაცვლიშვილი და მათი თავდასხმებიც ამით არის განპირობებული.

„პრეზიდენტ მარგველაშვილის დროსაც ასე ხდებოდა მოსამართლეების დანიშვნა უზენაეს სასამართლოში, მაგრამ არც ერთ არასამთავრობოს ხმა არ ამოუღიათ. ეს პროცესი მოსწონდათ იცით რატომ? იმიტომ, რომ მარგველაშვილი წარადგენდა მხოლოდ არასამთავრობოებს. ან არასამთავრობოების მიერ წარდგენილ კადრებს. ესეთები არიან მაგალითად; მთელი საია მუშაობდა პრეზიდენტ მარგველაშვილთან და არასდროს პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ახლაც გამოცდა არ უნდათ რომ დაინიშნოს, იცით რატომ? იმიტომ რომ ქალბატონ ანა ნაცვლიშვილს ჰქონდეს წარდგენის საშუალება და ეს ჩვენ ვიძახით რომ ჩავწეროთ გამოცდა. აქედან გამომდინარე ჩვენ ახლა ამოვიღებთ გამოცდას, ქალბატონ ანა ნაცვლიშვილს, რომელსაც დაასახელებს ასევე საია-ს წარმომადგენელი ანა დოლიძე, გავა უგამოცდოდ უზენაეს სასამართლოში. არის ანა ნაცვლიშვილი კომპეტენტური? აქვე გეტყვით რომ არ არის“, - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა და არასამთავრობო სექტორს „შავრაზმელები“ უწოდა.

„ჰკითხეთ „შავრაზმელ“, „შავმაიკიანებს“, რამდენ ადამიანს ჰქონდა შეხება საია-სთან. რამდენ ადამიანს აქვს ფესვები საია-ში. არასამთავრობო სექტორში ძირითადად წარმოდგენილები არიან ან საია-დან ან საია-ს წარმომადგენლებიდან“, - აღნიშნა ზარდიაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics