|
2019-03-17 17:07:12, 1533 ნახვა
სამართალი
ქართველმა და ბერძენმა პოლიციელებმა ათენში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს მათ შორის ე.წ. „კანონიერი ქურდია“
ქართველი სამართალდამცველები კვლავ აქტიურად განაგრძობენ ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობას, რის შედეგადაც საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფი იქნა გამოვლენილი და მისი წევრები დაკავებული. საქართველოს პოლიციის ატაშესა და საბერძნეთის პოლიციის მიერ, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ერთობლივი მუშაობის შედეგად, საბერძნეთში იდენტიფიცირებული იქნა დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი, რომლის წევრები საქართველოს მოქალაქეები არიან. ბერძენმა სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს 4 მოქალაქე მიმდინარე წლის 14 მარტს, საბერძნეთში, ქალაქ ათენში დააკავეს. დაკავებულებს შორის ერთ-ერთი, 1981 წელს დაბადებული, ე.წ. „კანონიერი ქურდი“ გიორგი ენდელაძეა - მეტსახელად „თავა“. ასევე დაკავებული არიან: 1979 წელს დაბადებული თ.კ., 1978 წელს დაბადებული თ.ვ. და 1987 წელს დაბადებული ა.ვ. მათ, ბერძნული კანონმდებლობით, მრავალგზის ქურდობასა და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში ედებათ ბრალი. საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით, ქართველი სამართალდამცველები აქტიურად თანამშრომლობენ უცხოელ კოლეგებთან. საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლიდან დღემდე, ფრანგ, ბერძენ, ესპანელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 20 მასშტაბური ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად, მძიმე დანაშაულების ბრალდებით დაკავებულ იქნა საქართველოს 141 მოქალაქე, მათ შორის 10 ე.წ. „კანონიერი ქურდი“.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)