04:05 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-15 19:36:18, 1625 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: ჩატარებული საპოლიციო მოქმედებებით ჩანს, რომ ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან შსს უკომპრომისოა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე შსს-ს მიერ ნარკორეალიზატორების ორგანიზებული ჯგუფის 29 წევრის დაკავებას ეხმაურება.

მისი თქმით, შსს-სთვის დაფინანსების გაზრდა სწორი ნაბიჯი იყო.

„ჩატარებული საპოლიციო მოქმედებებით ჩანს, რომ ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან შინაგან საქმეთა სამინისტრო უკომპრომისოა. დაფინანსების გაზრდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იყო სწორი ნაბიჯი და მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვისას პარლამენტში, ეს შედეგები იქნება გათვალისწინებული. რეფორმები, რომელსაც მინისტრი გახარია და სამინისტროს გუნდი ახორციელებს, როგორც დანაშაულზე რეაგირების, ისე დანაშაულის პრევენციის მიმართულებით, არის პროგრესული“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ნარკოტიკების შემოტანისა და გასაღების დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები - მსხვილი ნარკორეალიზატორები დააკავა.

ასევე, 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 11 კილოგრამამდე „ჰეროინი", 1 კილო და 300 გრამი „კოკაინი", 800 აბი „სუბუტექსი" და „სუბოქსინი", 1300 აბზე მეტი „ექსტაზი“, 4 კილო და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 150 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. მიმდინარე წელს, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 318 პირი მისცეს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics