|
2019-03-15 19:12:38, 3711 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცებულია
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცებულია. გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ 37 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღო. დოკუმენტზე ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად: გენგეგმის დოკუმენტი გახდა აღსრულებადი; ზონირების ბალანსის ფარგლებში დაზუსტდა სამშენებლო და არასამშენებლო ტერიტორიები; დაზუსტდა გეგმარებითი შეზღუდვები მეწყერსაშიში ზონებისთვის, ხევების, სასაფლაოების, კოლექტორების და შეტბორვის არეალებისთვის, ასევე, იდენტიფიცირდა გეოდინამიკური საფრთხეების არეალები; მკაფიოდ განისაზღვრა ლანდშაფტური ზონის არეალები და ზონირებას დაემატა სატყეო ზონა. ასევე, აღდგა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა; დაზუსტდა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხორციელებისათვის პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა, ქალაქგეგმარების, ეკონომიკის, ლანდშაფტის და ტრანსპორტის მიმართულებით; გარდა ამისა, ადრე წარმოდგენილ განახლებულ გენგეგმაში საკამათო იყო ტრანსპორტის საკითხები, გამომდინარე იქიდან, რომ შემოთავაზებული წინადადებები ატარებდა ზედაპირულ ხასიათს და არ ეფუძნებოდა ძირეულ კვლევებს. ვინაიდან მცირე დროში შეუძლებელი იქნებოდა მაშტაბური კვლების ჩატარება, მუნიციპალიტეტმა მიმართა აზიის განვითარების ბანკს დახმარებისთვის, რომელთან მჭიდრო თანამშრომლობით გამოცხადდება კონკურსი და დაიწყება მდგრადი სატრანსპორტო მობილობის გეგმაზე მუშაობა, რომელიც თავისი შინაარსით კომპლექსური დოკუმენტი იქნება; გაიწერა შემდეგი ეტაპის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროგრამა და შეიქმნა შესაბამისი რუკა, სადაც მონიშნულია ის ტერიტორიები, რომლებზეც უნდა დამუშავდეს გარემოს დაცვითი კვლევები და განაშენიანების რეგულირების გეგმები; გენგეგმის ფარგლებში მსხვილი საქალაქო პარკის მოსაწყობად შეირჩა 4 ტერიტორია, (ზღვის უბნის პარკი, დიღმის ჭალები, ვაზისუბნის პარკი და დირსი ჭალის პარკი) აქედან ორზე (დიღმის ჭალები და ზღვის უბნის პარკი) მუნიციპალიტეტმა უკვე დაიწყო მუშაობა; ქალაქის მასშტაბით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმებიდან შვიდს განესაზღვრა სარევიზიოს, ხოლო ოთხს ქალაქის განაშენიანებისთვის შეუსაბამოს სტატუსი; ტექნიკური თუ სხვაგვარი უზუსტობების თვალსაზრისით, განხორციელდა 7 თემატური რუკის რევიზია და ძირითადი ზონირების რუკის კორექტირება. მოგეხსენებათ გენგეგმის ახალ დოკუმენტში რიგ არეალებში გამქრალი იყო ქალაქის შიდა გამწვანებული სივრცეები, ამ მიმართულებით დამუშავდა და შეიქმნა თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკა. ასევე, გადამუშავდა განაშენიანების რეგულირების წესები. რომლის მიხედვითაც ქალაქში იკრძალება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2-ის მატება. კ2 კოეფიციენტებს ადგენს გენგეგმის უფლებრივი ზონირების რუკა, რომელიც საზღვრავს შენობა-ნაგებობების მაქსიმალურ ინტენსიობას (შენობა-ნაგებობების სართულების ჯამურ ფართობს). ამ აკრძალვით მესაკუთრეებს არ შეეძლებათ მიმართონ მუნიციპალიტეტს გენგეგმით დადგენილი მაქსიმალური კოეფიციენტის მომატების თაობაზე.
(NS)
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)