|
2019-03-15 15:50:16, 1597 ნახვა
კომენტარი
ბობოხიძე მოსამართლეებზე: უკვე საერთაშორისო პოლიტიკაში გადაიჭრნენ ბიჭები - იდიოტიზმთან გვაქვს საქმე!
„მოსამართლეები არათუ შიდა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, არამედ უკვე საერთაშორისო პოლიტიკაში გადაიჭრნენ ბიჭები“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მან მოსამართლეები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეფასების გამო გააკრიტიკა. „დიახ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ვენდობით, ოღონდ არ შეიძლება არ ნდობა გადაიქცეს კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებაში. კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ არ გავდივართ ანუ კონსტიტუცია ზოგად ნორმას აწესებს, რომ წარუდგენს იუსტიციის საბჭო. ამ ფარგლებს გარეთ არ გავდივართ. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ არ ვენდობით, ვცდილობთ, რომ კანდიდატების წარდგენა ისე გაკეთდეს, რომ მათზე დამოკიდებულება და მათი მონაწილეობა იყოს ნულოვანი, იმიტომ რომ კონსტიტუცია, კანონი უკრძალავს მოსამართლეებს პოლიტიკური განცხადებების კეთებას და არათუ შიდაპოლიტიკური განცხადებები, არამედ უკვე საერთაშორისო პოლიტიკაში გადაიჭრნენ ბიჭები და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებების შეფასებები დაიწყეს. საერთოდ იდიოტიზმთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)