2019-03-14 19:17:13, 1310 ნახვა
საზოგადოება
ოკუპანტების მიერ კასპში დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს
საოკუპაციო რეჟიმის მიერ კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ყარაფილადან გატაცებული ორი პირი გაათავისუფლეს.
ისინი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ორი ახალგაზრდა მამაკაცი 13 მარტს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
ავტორი: ,