2019-03-14 17:12:10, 1782 ნახვა
რეგიონი
აჭარაში 12 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაურეგისტრირდა
„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ 2019 წლის პროგრამის ფარგლებში, დღეს, 12 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაურეგისტრირდა.
რეგისტრაციის პროცედურა იუსტიციის სახლში გაიმართა.
მიმდინარე წელს პროგრამით უკვე ისარგებლა 2-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა. პროგრამის ბიჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია 117 სახლის ან ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა, მას შემდეგ უსაფრთხო საცხოვრისი 325-მა ოჯახმა შეიძინა.
(NS)
ავტორი: ,