22:22 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-14 16:14:19, 1534 ნახვა

რეგიონი
შუახევში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

შუახევის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

პირველი შეხვედრა დაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების დროს, ოქროპილაურის და გუნდაურის მოსახლეობასთან გაიმართა.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, საკრებულოს წევრი ზაზა დავითაძე, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ზაზა ზოიძე და მერის წარმომადგენელი დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში გია დავითაძე ესწრებოდნენ.

შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მოსახლეობას, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დეტალები, პრიორიტეტები და თანხის განაწილების პრინციპები გააცნო, რის შემდეგ ადგილობრივებმა მათთვის პრობლემური საკითხები განიხილეს და ძირითადი პრიორიტეტები დაასახელეს. კენჭისყრის შედეგად სოფელ დროში ორი მნიშვნელოვანი საკითხი დასახელდა: სასმელი წყლის რეაბილიტაცია და გარე განათების ქსელის მოწყობა; სოფელი ოქროპილაური - საცალფეხო ბილიკის მოწყობა; სოფელი გუნდაური - სანიაღვრე არხის მოწყობა; გარე განათების ქსელის მოწყობა.

დღესვე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება დაბის ადმინისტრაციული ერთეულის 5 სოფელში და ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics