04:03 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-14 13:34:18, 1511 ნახვა

კომენტარი
ზალკალიანი: ექსპერტიზის დასკვნის მიღებისთანავე ავამოქმედებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო ბერკეტს

"ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნის მიღებისთანავე მაქსიმალურად ავამოქმედებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო ბერკეტს", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს მოქალაქის ოკუპირებულ რეგიონში გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო უწყებას მყისიერად ჰქონდა კომუნიკაცია ევროკავშირისა და გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენლებთან, ჟენევის ყველა თანათავმჯდომარესთან. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საელჩოებს მიეცათ ინსტრუქცია, რომ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.

„ყველა ჩვენი საელჩო არის ინფორმირებული და მათ მიეცათ ინსტრუქცია რომ დაუყოვნებლივ აცნობონ ამ ფაქტის შესახებ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მე მუდმივ კონტაქტში ვიმყოფები თბილისში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, მექნება შეხვედრა, სადაც ყველა დეტალებს განვიხილავთ, ასევე ხვალ ველოდებით, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც დაბრუნდება სოხუმიდან, მასთან უკვე ჩანიშნული მაქვს შეხვედრა, და ბუნებრივია, მისგან მოვისმენ, თუ რა  ინფორმაცია გააჩნია მას", - აღნიშნა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, აუცილებელია გალში ინციდენტების პრევენციის მექანიზმი ამოქმედდეს, სადაც აღნიშნულ ფაქტზე იქნება საუბარი.

„ეს აღმაშფოთებელი შემთხვევაა და კიდევ ერთხელ ამყარებს იმ აზრს, რომ აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკონტროლო ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა. ეს არის ის, რასაც ჩვენ მუდმივად ვითხოვთ საერთაშორისო თანამეგობრობისგან. ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაფუძნებაზე, ყველა საერთაშორისო აქტორთან, ასევე აუცილებელია, ავამოქმედოთ ინციდენტების პრევენციის მექანიზმი გალში, რომელიც უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი ფორმატი, სადაც ამ აღმაშფოთებელ ფაქტზე იქნება საუბარი", - განაცხადა ზალკალიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics