13:50 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-14 11:19:14, 1084 ნახვა

საზოგადოება
დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „ბოლნისი“ დაემატა

საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრში ღვინო „ბოლნისი"  დარეგისტრირდა. ამ დრომდე საქართველოში დარეგისტრირებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის 19 დასახელება: ხვანჭკარა, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი, კოტეხი და ხაშმის საფერავი.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიუთითებს ქართული ვაზის ჯიშებისა და მათგან წარმოებული ღვინოების დიდ პოტენციალზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური დახმარებით, ბოლნისის მეღვინეთა გაერთიანებამ „ბოლნური  ღვინო" შეიმუშავა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის „ბოლნისი" წარმოების სპეციფიკაცია და მისი დარეგისტრირების მოთხოვნით ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს" მიმართა.

„ბოლნისი" − მშრალი ღვინოა, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი, ქარვისფერი, წითელი და ვარდისფერი. ბოლნისის მიკროზონა მდებარეობს ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ბოლნისის მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, რეგიონისთვის დამახასიათებელი კლიმატი – ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული, ატმოსფერული ნალექების ზომიერი რაოდენობა, ნიადაგების მრავალფეროვნება, რქაწითელის, ჩინურის, გორული მწვანეს, საფერავის, თავკვერის, შავკაპიტოს, ასურეთული შავის ჯიშების ამ ზონისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული მახასიათებლები და მევენახეობა-მეღვინეობის ადგილობრივი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია განაპირობებს ღვინო „ბოლნისის" განუმეორებელ, მხოლოდ ამ ღვინისათვის დამახასიათებელ ორგანოლეპტიკურ თვისებებს. (დეტალური სპეციფიკაცია იხილეთ ბმულზე: http://georgianwine.gov.ge/Ge/Wine)

ადგილწარმოშობის დასახელების - "ბოლნისი" მართებულად გამოყენებაზე სახელმწიფო კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს ღვინის ეროვნული სააგენტო.

ღვინის ეროვნული სააგენტო „საქპატენტთან" ერთად კვლავაც ახორციელებს გარკვეულ  ღონისძიებებს  ადგილწარმოშობის დასახელებების ნუსხაში ახალი ღვინოების დამატების სტიმულირების მიმართულებით.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics