|
2015-06-20 17:18:41, 793 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრს შვეიცარიელი სოციალური მუშაკები ესტუმრნენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ შვეიცარიის ბერნის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის პროფესორები და სტუდენტები ესტუმრნენ. ცენტრის ინფორმაციით, სტუმრები საქართველოში სოციალური მუშაობისა და სოციალური მომსახურებების მიმართულებებს ეცნობიან. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველოს უფროსის ნინო ბისეიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე სტუმრები საქართველოში მართლმსაჯულების მიმართულებით სოციალური მუშაობით დაინტერესდნენ. „დანაშაულის პრევენციის ცენტრის საქმიანობის გაცნობის გარდა, მნიშვნელოვანი დრო ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებაში სოციალური მუშაკის საქმიანობას დაეთმო. ევროპელ კოლეგებს გავაცანით მართლმსაჯულების მიმართულებით ჩვენთან არსებული პრაქტიკა, მუშაობის სპეციფიკა. შვეიცარიაში არსებული პრაქტიკის შესახებ კი მათგან მოვისმინეთ ინფორმაცია. შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზეც“, - განაცხადა ნინო ბისეიშვილმა. შვეიცარიის ბერნის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის რვაკაციანი დელეგაცია თბილისში საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მოწვევით იმყოფება. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია. პროგრამის განხორციელებაში ჩართულია 25 სოციალური მუშაკი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)