|
2019-03-13 13:24:41, 1071 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ბექა ოდიშარია ჩემი მეგობარია, მაგრამ თაბორის N1-ში სასტუმრო აღარ აშენდება
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერი თაბორის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის საკითხს შეეხო, რომელიც პარლამენტარ ბექა ოდიშარიას საკუთრებაშია. კახა კალაძის თქმით, მიუხედავად ტერიტორიის მესაკუთრესთან მეგობრობისა და იმ ფაქტისა, რომ იმ ზონებით, რომელიც ნაკვეთს ადევს, შესაძლებელია მშენებლობა, თაბორის N1-ის განაშენიანება მისაღები არ არის. „ეს მიწის ნაკვეთი პარლამენტის წევრ ბექა ოდიშარიას საკუთრებაშია. ბექა ჩემი მეგობარია, მე დასამალი არაფერი მაქვს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მეგობრობა და, ასევე, ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველ ადგილზე დედაქალაქის ინტერესებია. ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე გაცემული არის კონკრეტული არქიტექტურული გეგმარებითი დავალება, რამდენიმე ნაკვეთზე იმ ზონებით, რომელიც მას ადევს, შესაძლებელია მშენებლობა და კონკრეტული პროექტის განხორციელება, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გამოვდივართ ქალაქის ინტერესებიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, ბექა ოდიშარია მიწის ნაკვეთის კეთილსინდისიერი მფლობელია და როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც არ დაზარალდება კერძო მესაკუთრის ინტერესი. „ჩემი დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ბექას და განვაცხადო, რომ ამ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა ჩვენთვის მისაღები არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბექა არის კეთილსინდისიერი მფლობელი ამ მიწის ნაკვეთის და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დავაზარალოთ კერძო საკუთრების ინტერესიც, როგორც ეს სხვა შემთხვევებში მოხდა: კუს ტბის ასახვევთან, რესტორან „ოტიუმის“ წინ და ასევე, ვაკის პარკში, სადაც სასტუმროს განხორციელება იგეგმებოდა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მსგავსი ადგილების შესანარჩუნებლად. ჩვენ პირველ რიგში ქალაქის ინტერესების გათვალისწინებით უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ლანდშაფტის ზოლი 80-იანი წლების შემდეგ არ განახლებულა და აუცილებელია, შეიქმნას შესაბამისი კომისია, რომელიც ამ საკითხს გადახედავს. კახა კალაძემ აღნიშნული საკითხის მოგვარებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან კომუნიკაციით გეგმავს.
(NS)
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)