|
2019-03-13 11:13:07, 937 ნახვა
საზოგადოება
თალაკვაძე: ის ვერსია, რომელსაც დე-ფაქტო ხელისუფლება ჩვენი მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით ავრცელებს, ექსპერტიზით გადამოწმდება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ტვ პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ სტუმრობისას ოკუპირებული ტერიტორიაზე გარდაცვლილი ახალგაზრდას ოჯახს მიუსამძიმრა. როგორ თალაკვაძემ აღნიშნა, ის ვერსია, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლება ავრცელებს გადამოწმდეს ექსპერტიზის მიერ და დადგინდეს რეალურად ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი. „მივესალმები საზოგადოებას, პირველ რიგში მინდა ოჯახს და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადო ამ მძიმე ფაქტის გამო. გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთის რეგიონში. ამ მომენტისთვის რა ინფორმაციაც გვაქვს ხელთ არის ის, რომ ის იყო სავარაუდოდ პატიმრობაში. დე ფაქტო ხელისუფლება გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ასახელებს თვითმკველობას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეს კომუნიკაცია შესაძლებელი გახდა სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის მყისიერი და აქტიური ჩართვის შედეგად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დახმარებით. წინასწარი მოლაპარაკებები და სავარაუდოდ ეს მოლაპარაკებები დადებითად დასრულდება მიმდინარეობს გვამის დაუყოვნებლივ გადმოცემასთან დაკავშირებით. ეს ახალგაზრდა კაცი იყო დევნილი აფხაზეთიდან და კიდევ ერთხელ მე მინდა ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრო მისი გარდაცვალების გამო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი მიზანი არის, რომ გადმოეცეს გვამი ჩვენს მხარეს, რათა ის ვერსია, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლება ავრცელებს გადამოწმდეს ექსპერტიზის მიერ, ექსპერტიზის შედეგების მიღებისთანავე უკვე შემდგომი ნაბიჯები თუ რას გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება გახდება ცნობილი“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გალის რაიონში 29 წლის ქართველმა ახალგაზრდამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.
(NS)
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)