2019-03-12 19:18:54, 1093 ნახვა
საზოგადოება
სირიაში 25 წლის საქართველოს მოქალაქე დაიღუპა
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურის მკვიდრი, 25 წლის ამირან ბორჩაშვილი დაიღუპა.
პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, ამირან ბორჩაშვილი საქართველოდან სირიაში 2015 წლის აგვისტოში წავიდა, თანასოფლელთან, ასლანბეგ ბორჩაშვილთან ერთად. ორივე ახალგაზრდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.
ამირან და ასლანბეგ ბორჩაშვილები „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდნენ. ასლანბეგ ბორჩაშვილი სირიაში 2016 წლის ივნისში დაიღუპა.
ავტორი: ,