|
2019-03-12 17:38:32, 1415 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი - მამუკა ბახტაძე არ არის ის, ვისაც ვინმე ულტიმატუმის ენით დაელაპარაკება
„აზრთა სხვადასხვაობა იყო მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ბატონი მამუკა არ არის ის ვისაც ვინმე მთავრობის ფარგლებში ულტიმატუმის ენაზე დაელაპარაკება, მადლობა რომ მოსმენილ იქნა ის, რასაც ვფიქრობდი“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მისი თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე საკითხი დახურულია. „მე სრულად ვათვითცნობიერებ, რომ ოპოზიციას სურს იმ თემაზე შედგეს საუბარი, თუ რაზე არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა. მე მინდა გითხრათ, რომ ეს მთავრობა არ არის მთავრობა, სადაც ერთმანეთს ულტიმატუმების ენით ვესაუბრებით. ეს არის გუნდი, სადაც მე მაქვს ისევე როგორ სხვა კოლეგებს შესაძლებლობა, რომ გამოვთქვათ განსხვავებული პოზიცია. ამ შემთხვევაში ის პოზიცია იქნა მოსმენილი, პოზიციები შევაჯერეთ და ამიტომაც ჩავთვალეთ რომ ეს საკითხი იყო ამოწურული, ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი იყო ჯანსაღი, ვიდრე ზოგიერთი სისტემა, რომელიც მაგალითად წარსულში გვინახავს, როდესაც მართლაც ულტიმატუმების ენით ესაუბრებოდნენ და შემდეგ ეთერებში სხდებოდნენ ხოლმე თავდაცვის მინისტრები, ეს 6 წლის წინ დასრულდა. აზრთა სხვადასხვაობა რომ არსებობდა გარკვეულ თემაზე ეს მედიისთვის გახდა ცნობილი რამდენიმე დღის წინ და ამიტომ, ვინაიდან, ჩვენ თქვენს წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკის ქარცეცხლში გვატარებთ გვაქვს ვალდებულება, რომ ვიყოთ გულწრფელები, მე გულწრფელად დაგიდასტურეთ, რომ აზრთა სხვადასხვაობა იყო მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ბატონი მამუკა არ არის ის ვისაც ვინმე მთავრობის ფარგლებში ულტიმატუმის ენაზე დაელაპარაკება, მადლობა რომ მოსმენილ იქნა ის, რასაც ვფიქრობდი და შესაბამისად, ეს თემა არის დახურული. ჩვენს ოპონენტებს მესმის რომ იმედი გაუცრუვდათ, მე ვთქვი და კიდევ ბევრჯერ ვიტყვი, რომ ეს არის რეალობა, რომ მე როდესაც 2010 წელს მაისის თვეში დავბრუნდი სტრასბურგიდან და ჩავერთე „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაში, ეს არის ის ბრძოლა, რომელიც იქნება ჩემთან ერთად მანამ სანამ ვთვლი, რომ ეს ძალა შეწინააღმდეგებას საჭიროებს და ეს ბრძოლის ველი გადის ჩემი „ქართული ოცნების“ თანამებრძოლებთან ერთად, ამიტომ სხვადასხვა აღმასრულებელ თემებზე აზრთა სხვადასხვაობა როგორიც არ უნდა იყოს ის არასოდეს არ იქნება რღვევის ნიშანი ჩემი მხრიდან, ამომრჩეველი ვიქნები უბრალოდ თუ სხვა პოზიციაზე, ოპონენტებს მინდა ეს დავუდასტურო, რომ მე მათთვის ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ ქოლგის ქვეშ. თანამებრძოლი მათი და ერთ-ერთი ყველაზე ხმალამოღებული მოწინააღმდეგე, ეს მათთვის ალბათ საწყენია, იმედგაცრუებას ვატყობ იმისთვის რომ თემა ამოიწურა. ამასთან, კითხვაზე, ჩაერია თუ არა აღნიშნულ საკითხში ბიძინა ივანიშვილი, წულუკიანმა აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებაში“ ყველა საკითხს ერთი კაცი არ წყვეტს. „ყველაფერს, იმიტომ რომ ასე მიგვაჩვიეს წარსულში, წყვეტდა ხოლმე ერთი კაცი, რომელიც ახლა „მოხეტიალე ქართველი პოლიტიკოსის“ სახელით არის მსოფლიოში ცნობილი ინერციით გრძელდება და გგონიათ, რომ ყოველთვის ერთი კაცი უნდა წყვეტდეს საკითხებს, ჩვენი ხელისუფლების პირობებში“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)