2015-06-20 12:49:04, 353 ნახვა
საზოგადოება
სოფელ რეხში მტაცებლის ძებნა გრძელდება
გორის რაიონის სოფელ რეხში მტაცებლის ძებნა გრძელდება.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, სოფელ რეხში ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
თუმცა, მათივე ცნობით, მტაცებლის კვალს ჯერჯერობით ვერ მიაგნეს.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, პოლიცია, სპეცრაზმი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან