|
2019-03-12 14:15:08, 1505 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ილუზიების მუზეუმი - სივრცე, სადაც შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი რამ, რაც სხვა მუზეუმებში აკრძალულია
თბილისის ისტორიულ და ტურისტულ ნაწილში, ბეთლემის #10-ში, თბილისის ილუზიების მუზეუმი 9 მარტს ოფიციალურად გაიხსნა და დამთვალიერებლებს უამრავ საინტერესო ვიზუალური და შემეცნებით გამოცდილება შესთავაზა. მუზეუმი აერთიანებს პერსპექტივის, ოპტიკური თუ სხვა ტიპის ილუზიურ და ფაზლების ოთახებს, სადაც ვიზიტორებს დიდაქტიკურ თამაშებში ჩაბმა შეეძლებათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მუზეუმში შეგიძლიათ იცინოთ, იკივლოთ, გადაიღოთ ფოტოები და გააკეთოთ ნებისმიერი რამ, რაც სხვა მუზეუმებში აკრძალულია. 5 მარტს, ილუზიების მუზეუმში მედიატური გაიმართა, სადაც მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა გვქონდა ილუზიების სამყაროში პირველი სტუმრები ვყოფილიყავით. ილუზიების მუზეუმის ისტორია, 2015 წლიდან, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში იწყება. შემდეგი იყო ზადარის მუზეუმი, ასევე, ლუბლიანა, ვენა, მუსკატი, ბელგრადი, კუალა–ლუმპური, ნიუ–იორკი, ტორონტო, ბერლინი, ათენი, დუბაი, ჰამბურგი, კანზასი და უკვე თბილისიც.
ქართული მუზეუმის გახსნის იდეა კი, „სარკე“ ჯგუფს ეკუთვნის. სწორედ მათი ინიციატივის შედეგად, მუზეუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, წარმოდგენილი ინსტალაციების საშუალებით ინფორმაცია მიიღონ ადამიანის ხედვის, აღქმისა და მეცნიერების შესახებ და გაარკვიონ, რატომ ხედავენ მათი თვალები იმას, რასაც გონება ვერ აღიქვამს. მუზეუმის კონცეფცია რადიკალურად განსხვავებულია სიტყვა „მუზეუმის“ კლასიკური გაგებისგან და ეს არის ახალი ტიპის, უნიკალური სივრცე, რომელიც გათვლილია სახალისო შემეცნებაზე. ილუზიების მუზეუმი ადგილია, სადაც ყველანაირი: ოპტიკური, ფიზიოლოგიური და შემეცნებითი ილუზია ერთადაა წარმოდგენილი. მუზეუმის ილუზიების კოლექციამ დამკვირვებელი ერთდროულად უნდა გაახალისოს, გააოცოს და საკუთარ შეგრძნებებზე დააფიქროს. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ ილუზიების მუზეუმში წარმოდგენილი მიმზიდველი და სახალისო ინსტალაციების საშუალებით მიიღონ ინფორმაცია ადამიანის ხედვის, აღქმისა და მეცნიერების შესახებ: „მუზეუმს აქვს ასევე სათამაშო ოთახი და სუვენირების მაღაზია, სადაც ყველა ასაკის დამთვალიერებელს საშუალება აქვს ითამაშოს, შეეჯიბროს, ისწავლოს ახალი და შეიძინოს მუზეუმის ორიგინალური საჩუქრები, რომლის ძირითად პროდუქციას წარმოადგენენ სახალისო, მემო და მოტორიკის გასავითარებელი ხის სათამაშოები (დიდაქტიკური სათამაშოები და ფაზლები), რომელიც ავითარებს და ასტიმულირებს შემოქმედებით აზროვნებას“ - აღნიშნავს ილუზიების მუზეუმის მარკეტინგის ხელმძღვანელი ნატალი ანანიაშვილი.
მუზეუმის კოლექცია შედგება 70-ზე მეტი ექსპონატისგან, რომლებიც დაფუძნებულია მეცნიერების, მათემატიკის, ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის ცოდნაზე. „ინსტალაციების შესახებ ინფორმაცია ანუ ახსნა-განმარტება შეგიძლიათ, იხილოთ ექსპონატის გვერდით. თხრობის ენა ქართულთან ერთად ინგლისური და რუსულია. მუზეუმის ტექნიკურ უზრუნველყოფას როგორც თბილისში, ისე დანარჩენ 14 მუზეუმში, სრულად ახდენენ ხორვატი კოლეგები. ექსპონატები უკვე ჩამოსულია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან და მათი მონტაჟი მიმდინარეობს,” - გვითხრა „სარკე“ ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელმა. როგორც ნატალია ანანიაშვილი აღნიშნავს, მუზეუმი განკუთვნილია ყველა თაობის წარმომადგენლისთვის. ამასთან, მუზეუმი ვიზიტორებს სთავაზობს დაბადების დღის გადახდასაც 5-15 წლის ბავშვებისთვის, სადაც პროგრამა მოიცავს მუზეუმის დათვალიერებას, დიდაქტიკურ თამაშებს, ფაზლებს და აშ. ამასთან, აქვე შესაძლებელი იქნება კორპორატიული ივენთების, შეხვედრების, პრეზენტაციების ორგანიზებაც: „თბილისის ილუზიების მუზეუმი, წარმოადგენს გლობალური პროექტის ნაწილს ქართულ ბაზარზე. თავად მუზეუმის კონცეფცია უცვლელია ნებისმიერი ქვეყნისთვის. მასში ერთნაირადაა წარმოდგენილი ექსპონატები ყველა ქვეყანაში. განსხვავება მხოლოდ მუზეუმის ფორმატის სიდიდეშია. შედარებით მცირე მოცულობის მუზეუმებში, ფიზიკურად არ არის ადგილი ყველა ოთახისა თუ ატრაქციისთვის. მუზეუმის ფორმატია 250 -400 მ2. თბილისის მუზეუმი დამთვალიერებელს, მისი დიდი სივრციდან გამომდინარე, სრულად შესთავაზებს წარმოდგენილი ექსპონატების კოლექციას“ რატომ გადაწყდა თბილისში მსგავსი მუზეუმის გახსნა, იდეის ავტორები ამბობენ, რომ ამის მიზეზი გახდა თანამედროვე ქართულ რეალობაში ისეთი ადგილების სიმცირე, სადაც ადამიანები უქმე დღეების სასიამოვნოდ და განსხვავებულად გატარებას შეძლებენ.
(R)
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|







epn.ge (@expressnews.ge)