12:14 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-11 17:44:59, 1068 ნახვა

საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში ტრენინგი - „მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის უსაფრთხო ღონისძიებები და თანამედროვე ტექნოლოგიები“ დაიწყო

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღში ტრენინგი - „მავნებლებთან და  დაავადებებთან ბრძოლის უსაფრთხო ღონისძიებები და თანამედროვე ტექნოლოგიები“ დაიწყო.

ტრენინგი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მცენარეთა დაცვის ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობის“ ფარგლებში მიმდინარეობს.

ტრენინგის ფარგლებში, მცენარეთა დაცვის სფეროს წამყვანი უცხოელი სპეციალისტები ბოტანიკური ბაღის, ეკოსერვის ჯგუფისა და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 16 სპეციალისტს გადაამზადებენ.

ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორის თქმით, თურქულმა მხარემ პროექტის ფარგლებში ბოტანიკურ ბაღს თანამედროვე ტექნოლოგიებიც გადასცა.

„საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, 2018 წლის დასაწყისიდან, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან თანამშრომლობს. მათთან ერთად ჩვენ განვახორციელეთ საგრანტო პროექტი მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის უსაფრთხო ღონისძიებების გაძლიერებასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც ბოტანიკური ბაღის მცენარეთა დაცვის ლაბორატორია ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა. TIKA-მ ბოტანიკურ ბაღს გადასცა ახალი თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც ხელს შეუწყობს მცენარეთა კვლევას და მათ შემოწმებას არბოტომის აპარატის მეშვეობით, რომელიც ახდენს მცენარის მერქანში მიმდინარე პროცესების სკანირებას და გვაძლევს ინფორმაციას მცენარის შესაძლო დაავადებების შესახებ. აღნიშნული ტექნოლოგიის საშუალებით მოხდება მცენარეთა გაჯანსაღების ისეთი მეთოდოლოგიის დანერგვა,  როგორიცაა საინექციო საშუალებებით საკვები მინერალების მცენარის ორგანიზმში მოხვედრა არა ფესვური და ფოთლოვანი გამოკვებიდან, არამედ მერქნიდან, რათა დაჩქარდეს დაავადებული მცენარის აღდგენის ღონისძიებები. ეს ტექნოლოგია საქართველოში პირველად ბოტანიკურ ბაღში დაინერგება“, - განაცხადა თამაზ დარჩიძემ.

მისივე თქმით, თანამშრომლობის მეორე ეტაპია კადრების გადამზადება მცენარეთა დაცვის თანამედროვე ღონისძიებების მიმართულებით, რაც ამჟამად მიმდინარეობს.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TIKA) ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს 140 000 ლარის ღირებულების სპეციალური ტექნიკა 2018 წლის 9 აგვისტოს გადასცა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
ზურაბიშვილი: ოცნება თვლის, რომ მე საფრანგეთს რეზოლუცია მივაღებინე - ამ ფაქტმა გამახალისა
Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე უცვლელად შეინარჩუნა, პერსპექტივა – სტაბილური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics