|
2019-03-08 17:10:11, 1564 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტრომ „ფრესკოს“ დამფუძნებლის განცხადებასთან დაკავშირებით შიდა მოკვლევა დაიწყო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ მფლობელის, ვასილ სოფრომაძის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. უწყებაში საზოგადოების ინფორმირებისა და მოსახლეობისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით განმარტავს შემდეგს: "2018 წლის 20 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა კანონმდებლობის დაცვით, დაიწყო შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგად, შემდგარია შესაბამისი საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი, რომელსაც არ ეთანხმება გადამხდელი. ამ ეტაპზე, დავას განიხილავს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო, რომლის გადაწყვეტილებაც საჭიროების შემთხვევაში, გადამხდელს, ასევე, შეუძლია გაასაჩივროს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს ფორმატში, სადაც წარმოდგენილნი არიან, როგორც სხვადასხვა უწყების, ისე ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები. შესაბამისად, დავის გარშემო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მიგვაჩნია, რომ „შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ დამფუძნებლის მიერ გამოთქმული ბრალდებები სახელმწიფოს მხრიდან მის ბიზნესზე ზეწოლასთან დაკავშირებით, არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელები მზად არიან გაეცნონ იმ ვიდეომასალას, რომელზედაც საჯარო გამოსვლაში ისაუბრა „ფრესკოს“ დამფუძნებელმა და იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება აღნიშნული ბრალდების დადასტურება, სამინისტრო მოახდენს კანონით დადგენილ რეაგირებას. აქვე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებით, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემის მოხელეებს, გარდა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისა, არ აქვთ იარაღის ტარების უფლება, ხოლო სამინისტროს როგორც გარე, ისე შიდა პერიმეტრის დაცვა, არ ხორციელდება სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ. შესაბამისად, მოკვლევის პერიოდში, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი მზადაა, კონკრეტული ინციდენტების არსებობის შემთხვევაში, გაეცნოს შესაბამის ვიდეომასალას და მასალები რეაგირებისთვის გადასცეს ძალოვან უწყებებს. ამასთან, თუკი სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მასალის გამოკვლევის შედეგად, არ დადასტურდა შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ დამფუძნებლის მიერ სამინისტროს თანამშრომელთა წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები, სამინისტრო იტოვებს უფლებას, მიმართოს სამართლებრივ გზას, ასევე, ბატონი სოფრომაძის მხრიდან მოითხოვოს საჯარო ბოდიში საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და სისტემის რეპუტაციის შეგნებულად შელახვის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.
Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე უცვლელად შეინარჩუნა, პერსპექტივა – სტაბილური
ამერიკულმა დელეგაციამ ჯაშუშობის რისკის გამო ჩინური საჩუქრები გადააგდო
ბელგოროდზე დრონებით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა
FIFA-ს გადაწყვეტილებას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში შოუ გამოიყენოს, გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)