10:09 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-08 10:17:55, 1321 ნახვა

საზოგადოება
ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახლადმოწყობილ სკვერს სატრენაჟორო სივრცეც დაემატება

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, სატრანსპორტო კვანძთან მდებარე ახლადმოწყობილ სკვერთან ტრენაჟორებიც დაიდგმება.

აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოქალაქე სპარტაკ ბაგალაშვილის თხოვნის საპასუხოდ, ვიდეოდიალოგის ფორმატში გააკეთა.

კახა კალაძის თქმით, თუ გამგეობას ამის შესაძლებლობა არ აქვს, თბილისის მერია მზადაა, ჩაერთოს პროექტის განხორციელებაში.

„ცინცაძე-კარტოზიას სატრანსპორტო კვანძთან ახლო ძალიან ბევრი გამწვანების სამუშაო განხორციელდა და ძალიან ლამაზი სივრცე შეიქმნა, სადაც იქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩამოვიდნენ და დაისვენონ. იქვე, გვერდით არის ადგილი, რომელიც საკმაოდ მოუწესრიგებელი იყო და შეიძლება ამ პროექტის განხორციელება დავაყენოთ ტრენაჟორები, რომ ადამიანებს ვარჯიშის შესაძლებლობაც მიეცეთ. თუ გამგეობა ამას ვერ მოახერხებს, თბილისის მერია მზადაა, ჩაერთოს ამ პროექტის განხორციელებაში“, - განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მოსახლეობასთან ვიდეოდიალოგს დედაქალაქის მერი ვიცე-მერთან და ხუთ გამგებელთან ერთად წარმართავს. პირდაპირი ჩართვა კახა კალაძის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მიმდინარეობს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics