05:03 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 18:47:20, 360 ნახვა

საზოგადოება
სტიქიის შედეგად დაზარალებულ ენუქიძეების 9-წევრიან ოჯახს პატრიარქისგან ოთხოთახიანი ბინა გადაეცა

სტიქიის შედეგად დაზარალებული ენუქიძეების 9-წევრიან ოჯახს ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ოთხოთახიანი ბინა გადაეცა, - საჩუქარი მრავალშვილიანმა ოჯახმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან მიიღო. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაზარალებულებს დღეს საპატრიარქოში უმასპინძლა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა.
კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად, ოთხოთახიანი ბინა საპატრიარქოს ჯულია ხოფერიას ოჯახმა გადასცა.
„ჩვენი ხალხი არაფერს იშურებს გაჭირვებულთა დასახმარებლად. არის ერთი ოჯახი– ჯულია ხოფერიას ოჯახი, რომლის შვილმაც გადმოსცა საქართველოს საპატრიარქოს ბინა, რათა ეს ბინა ვაჩუქოთ მრავალშვილიან ოჯახს. კარგია, რომ ეს ბავშვები გაიზრდებიან ამ ბინაში და ექნებათ საკუთარი ჭერი. ჩვენ მოგიმზადეთ ღვთისმშობლის ხატი, რომელიც პირველი უნდა შევიდეს ამ ბინაში თქვენთან ერთად და ასევე გადმოგცემთ სახარჯო ფულს 1000 ლარს“,–განუცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში შეკრებილ ოჯახის წევრებს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს სტიქიის შედეგად დაზარალებული ენუქიძეების ოჯახის დახმარებისთვის. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პატრიარქმა პირველად მას აცნობა.
„ეს იყო უდიდესი ტრაგედია ქვეყნისთვის, ყველამ  მძიმე დღეები გადავიტანეთ. დღეს დილით დამირეკა ჩვენმა ძვირფასმა პატრიარქმა და მითხრა, რომ ამ დღეებში მუდმივად ცუდ ინფორმაციას იღებ და მინდა, კარგი ინფორმაციაც მოგაწოდოო. პირველად სწორედ მე მაცნობა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ. მინდა, უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენო უწმინდესობავ ამ სიკეთისთვის. პატრიარქმა გვთხოვა შეგვერჩია ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც სტიქიის დროს დაზარალდა და სწორედ ენუქიძეების ოჯახი აღმოჩნდა ასეთი. გისურვებთ ჯანმრთელობას და წინსვლას,“–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ენუქიძეები, სტიქიის შემდეგ, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, სასტუმრო „აისბერგში“ ცხოვრობდნენ, სადაც ისინი რამდენიმე დღის წინ პრემიერმა მოინახულა და ოჯახის უფროსის გარდაცვალება მიუსამძიმრა. ოჯახის უფროსი, კარპო ენუქიძე, თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიისას დაიღუპა და მას 21 ივნისს, მშობლიურ რაიონში დაკრძალავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics