|
2019-03-07 18:03:11, 1347 ნახვა
საზოგადოება
NGO-ები „TV პირველზე“: ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ ვინმეს ინსტრუმენტი არ გახდებიან
„კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილის ნაწილს ეხმიანება, სადაც სამ მოთხოვნაზეა საუბარია. მათგან ორი მედიასაშუალებების: „TV პირველისა“ და „არტარეის“ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას ეხება. კოალიცია მიიჩნევს, რომ წერილის ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, იგი წარმოადგენს მედიის საქმიანობაში ჩარევას და სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობას. ამასთან, კოალიციის წევრი ორგანიზაციების შეფასებით, საქმე განსაკუთრებულ ყურადღებას იმის გამოც იმსახურებს, რომ ამ წერილის ადრესატის, მამუკა ხაზარაძის მიერ ავტორად ქვეყნის ვიცე-პრემიერი და შს მინისტრი, გიორგი გახარია სახელდება. „ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „TV პირველის“ სახელი ჩნდება სხვადასხვა ტიპის გარიგებებთან დაკავშირებულ საქმეებში, სადაც ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის სურვილი ჩანს. კვლევებით დასტურდება, რომ ეს არხი მიუკერძოებლად აშუქებს მიმდინარე მოვლენებს. მნიშვნელოვანია, როგორც ამ მაუწყებელმა, ისე ყველა სხვა მედიასაშუალებამ იცოდეს, რომ მათი სარედაქციო დამოუკიდებლობა დაცულია კანონით. ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ მათ შეუძლიათ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელება, რომ ისინი არ გახდებიან ინსტრუმენტი სხვადასხვა პირთა ინტერესების სასარგებლოდ. ამისათვის კი აუცილებელია, თითოეული ასეთი შემთხვევა გამოძიებული იყოს გამჭვირვალედ. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები ყურადღებით დავაკვირდებით ტელეკომპანიების - „TV პირველისა“ და „არტარეის“ ირგვლივ მოვლენების შემდგომ განვითარებას. ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, განსაკუთრებული ყურადღებით გამოიძიოს მედიასაშუალებებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები და გამოძიება მაქსიმალურად მოკლე ვადებში, ეფექტიანად წარმართოს იმგვარად, რომ საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი ამომწურავად გაეცეს“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; მედიაკლუბი; საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“; რეგიონულ მაუწყებელელთა ალიანსი; ლიბერალური აკადემია თბილისი; საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია; სატელევიზიო ქსელი; საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.
Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე უცვლელად შეინარჩუნა, პერსპექტივა – სტაბილური
ამერიკულმა დელეგაციამ ჯაშუშობის რისკის გამო ჩინური საჩუქრები გადააგდო
ბელგოროდზე დრონებით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა
FIFA-ს გადაწყვეტილებას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში შოუ გამოიყენოს, გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)