11:18 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-07 14:59:13, 1320 ნახვა

საზოგადოება
დავითაშვილი: 2018 წელს, საქართველოდან მსოფლიოში 86,2 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

2019 წლის რთველის პერიოდში მევენახეობის ადგილწარმოშობის ორ ზონაში „ქინძმარაულსა“ და „მუკუზანში“ ფერმერებს ყურძნის რეალიზაცია შეეძლებათ მხოლოდ ვენახების კადასტრის პროგრამის საფუძველზე, - ამის შესახებ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას აღნიშნა.

 „2019 წელს ორ მნიშვნელოვან ადგილწარმოშობის ზონაში - „ქინძმარაულსა“ და „მუკუზანში“ ყურძნის ჩაბარება, აღრიცხვა და გადამუშავება მოხდება ფერმერის კადასტრის ელექტრონული სისტემაში დარეგისტრირების შემდეგ და არსებული ტრადიცია, სოფლის გამგებლების მიერ ცნობების გაცემა  ამ ზონებში აღარ იქნება საჭირო.  ანალოგიური სისტემა მუშაობს ევროპის ქვეყნებში და ეს სიახლე კიდევ უფრო აამაღლებს ქართული ღვინის საიმედოობასა და რეპუტაციას“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისი განცხადებით, მეღვინეობის დარგში წარმატებულად მიმდინარეობს მუშაობა ღვინის ხარისხის კონტროლის ახალი სისტემების დანერგვის მიმართულებით, ასევე წარმატებით ხორციელდება ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისების სტრატეგია, რაც ასახულია ექსპორტის მზარდ მაჩვენებლებზე.

2018 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში  86,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია.

ზრდამ, 2017 წელთან შედარებით, 13%-ს მიაღწია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 203 მლნ აშშ დოლარს აღწევს,  რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ითაა გაზრდილი. ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ და ტრადიციულ ბაზრებზე, ევროპისა  და აზიის მიმართულებით;

 

 

 

(NS)

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე უცვლელად შეინარჩუნა, პერსპექტივა – სტაბილური
ამერიკულმა დელეგაციამ ჯაშუშობის რისკის გამო ჩინური საჩუქრები გადააგდო
ბელგოროდზე დრონებით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა
FIFA-ს გადაწყვეტილებას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში შოუ გამოიყენოს, გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics