|
2019-03-07 14:54:38, 1251 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი: ახალი საწარმოების შექმნამ საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქციის წარმოება გაზარდა
„ფერმერებისა და მეწარმეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომია ფინანსური რესურსი. ახალი საწარმოების შექმნამ განაპირობა აგრარული დარგის განვითარების სტიმულირება, განვითარდა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა, გაიზარდა საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქციის წარმოება“, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის დამატებითი ბიძგი მისცა. მინისტრის ინფორმაციით, დღეისათვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულია 900-ზე მეტი მოქმედი და 188 ახალი საწარმო, გაშენებულია 6,347 ჰა-ზე მეტი მრავალწლოვანი ბაღი, სადაც სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება 34 მილიონ ლარს აღწევს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 960 ჰა-მდე ჩაის პლანტაციას; პროექტში ჩართულ ბენეფიციართა უმრავლესობას კოოპერატივები შეადგენენ. „2013 წლიდან დღემდე, 34 000-ზე მეტი სესხია გაცემული და პორტფელი 1 მილიარდ 800 მილიონ ლარს აჭარბებს. ყოველივე ზემოაღნიშნულმა, განაპირობა ის, რომ პროექტის იმ ბენეფიციარების მიერ, რომლებიც რეგისტრირებულები არიან გადასახადის გადამხდელად და ასეთი დაახლოებით 13,000 -ია, 2013-2017 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი აქვთ 620 მილიონ ლარზე მეტი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის 3 კვარტალში, აგროსასურსათო სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულება მიმდინარე ფასებში 3.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 215 მლნ ლარით (6.3%) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. „სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, სადაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 42%-ია დასაქმებული. ამ დარგშია არის მემკვიდრეობით მიღებული პრობლემები და არის დიდი გამოწვევები. თუმცა, ბოლო წლებში ჩვენს გავქვს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება სხვადასხვა მიმართულებით. 2012 წლიდან აგროსასურსათო პროდუქციის ზრდა 41%-ით არის გაზრდილი“ - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას. მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, წინასწარი მონაცემებით, 4%-ით გაიზარდა სოფლის მეურნეობის სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, 2017 წელს დაფიქსირებული შემცირების შემდეგ. გაზრდილია, როგორც მემცენარეობის, ასევე მეცხოველეობის დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ სექტორში შექმნილ დამატებულ ღირებულებას, 2018 წლის 3 კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ზრდა ძირითადად განაპირობა ალკოჰოლური სასმელების და მინერალური წყლების და უალკოჰოლო სასმელების წარმოების მაღალმა მაჩვენებელმა, რაც შესაბამისად 33.1 (13.0%) და 69.0 (29.1%) მლნ ლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. 2018 წელს, საქართველოდან ექსპორტირებულია 959.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 23.2%-ით მეტია 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (2017 წელს ექსპორტირებული იყო 778.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია) 2018 წლის წინასწარი მონაცემებით, 3 კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აგრობიზნესის მთლიანი გამოშვება 337.2 მლნ ლარით (5.2%) გაიზარდა და 6.8 მლრდ ლარს მიაღწია. წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის 3 კვარტალში, ბიზნეს სექტორში, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.8%-ით (31 მლნ ლარი) გაიზარდა. 2017 წელს, ბიზნეს სექტორის გამოშვების წილმა სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის მთლიან გამოშვებაში 11% შეადგინა, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით აღემატება 2016 წლის და 3.5 პროცენტული პუნქტით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, რაც სოფლის მეურნეობით ბიზნესის მზარდ დაინტერესებაზე მიუთითებს.
(NS)
Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე უცვლელად შეინარჩუნა, პერსპექტივა – სტაბილური
ამერიკულმა დელეგაციამ ჯაშუშობის რისკის გამო ჩინური საჩუქრები გადააგდო
ბელგოროდზე დრონებით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა
FIFA-ს გადაწყვეტილებას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში შოუ გამოიყენოს, გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)