2019-03-07 13:10:40, 1285 ნახვა
საზოგადოება
თალაკვაძე: განათლება არის ყველაზე საიმედო ინვესტიცია, რომელიც ჩვენ შვილებს ქვეყნის მომავალთან აკავშირებს
განათლება არის ყველაზე საიმედო ინვესტიცია, რომელიც ჩვენ შვილებს ქვეყნის მომავალთან აკავშირებს, - ამის შესახებ საპარლამეტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, განათლების რეფორმა ყველა თაობის ადამიანის კეთილდღეობას ეხხება.
„განათლების წარმატებული სისტემა არის ეროვნული იდეა. დაფინანსების უპრეცედენტო ზრდის და სწორი მენეჯმენტის პირობებში ეს მიზანი რეალურია. განათლების რეფორმა ეხება ყველა თაობის ადამიანების კეთილდღეობას - მათ ვინც სწავლობს და მათაც ვინც ასწავლის. მთავრობის, პარლამენტის, პრეზიდენტის და მთელი საზოგადოების გაერთიანება ამ იდეის გარშემო იქნება გადამწყვეტი წარმატებისთვის“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
(NS)
ავტორი: ,