|
2019-03-07 12:27:54, 1432 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ბიზნესი და პოლიტიკა ინდულგენცია ვერ იქნება ვერავისთან - ხაზარაძის წერილი არასერიოზულია
"საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა ამ უპრეცედენტო მტკიცებულებისა და კომპრომატის წარდგენას, თუმცა მივიღეთ პრინტერზე ამობეჭდილი ფურცელი, რაც არის რბილად რომ ვთქვათ არასერიოზული", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს "თიბისის" საქმეზე საუბრისას განუცხადა. როგორ მან აღნიშნა გარკვეული ძალები საკითხის სამართლებრივი ჭრილიდან პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას ცდილობენ. "გარკვეული ძალები ცდილობენ ამ საკითხის სამართლებრივი ჭრილიდან პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას. ჩვენი ამოცანა არის და უნდა იყოს ეს საკითხი დავტოვოთ პოლიტიკურ ჩარჩოში, საუბარია მარტივ საქმეზე, რომლის გამოძიებაში არიან ჩართული სამართალდამცავი ორგანოები, ჩვენ მათ უნდა მივცეთ დრო იმისათვის რომ სათანადოდ იყოს გამოძიებული ეს საქმე. რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტში ამ საქმის განხილვას, ეს არის არასწორი, ჩვენ სამართლებრივ ჭრილში უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. შეგახენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე 5 მარტს გამოიკითხა. გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლე ესწრებოდა. შეხვედრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც 4 მარტს, პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენის დროს ბიზნესმენმა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მუქარაში დაადანაშაულა. ხაზარაძის თქმით, მან არჩევნების მეორე ტურამდე გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო, სადაც როგორც ბანკის დამფუძნებელი ამბობს, მინისტრი ბიზნესმენის რეპუტაციის შელახვაზე საუბრობდა. ამის შემდეგ ხაზარაძემ პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, რასაც "ევროპულმა საქართველომ" მხარი დაუჭირა და შესაბამისი ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ამ განცხადების შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შს მინისტრის გადადგომა მოითხოვა. თავად გიორგი გახარიამ ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ წერილებს არავის წერს. მან ხაზარაძეს პრივილეგირებული ბიზნესმენიც უწოდა. ცნობისთვის, დაკითხვის დასრულების შემდეგ, მამუხა ხაზარაძემ განაცხადა, რომ შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიღებული წერილი ლონდონში, ექსპერტიზაზე გაგზავნა.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)