|
2019-03-01 11:37:41, 1784 ნახვა
სამართალი
ინსპექტორი - სკოლებში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების კანონის დარღვევით დამუშავების ფაქტები გამოვლინდა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა, 2018 წელს 8 საჯარო სკოლის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება შეისწავლა. როგორც ინსპექტორის ანგარიშშია აღნიშნული, შესწავლის შედეგად მონაცემთა კანონის დარღვევით დამუშავების არაერთი ფაქტი გამოვლინდა. „არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაციას განსაკუთრებული დაცვა სჭირდება. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ სკოლებს, სადაც მოსწავლეების შესახებ მოცულობითი და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები ინახება, ვინაიდან ამ მონაცემების კანონის დარღვევით დამუშავებამ, მით უფრო გამჟღავნებამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვნის შემდგომ ცხოვრებაზე, შეზღუდოს მისი პირადი ცხოვრებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებები. გასულ წელს მოქალაქეთა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მომართვის საფუძველზე ინსპექტორის აპარატმა შეისწავლა 8 საჯარო სკოლის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება და გამოვლინდა მონაცემთა კანონის დარღვევით დამუშავების არაერთი ფაქტი: ინსპექტორის მიერ შესწავლილი ერთ-ერთი საქმე შეეხებოდა ძალადობის მსხვერპლ ბავშვს, რომლის მშობელსაც დამცავი ორდერის საფუძველზე აეკრძალა ბავშვთან კომუნიკაცია და მიახლოება. ბავშვი ცხოვრობდა თავშესაფარში და მას მზრუნველობას უწევდა სახელმწიფო. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნიეს მისი საცხოვრებელი ადგილის (ქალაქის) და სკოლის შეცვლა. მიუხედავად ამისა, მშობელმა შეიტყო მისამართი და გამოცხადდა სკოლაში. შესწავლის ფარგლებში დადგინდა, რომ სკოლამ, სადაც თავდაპირველად სწავლობდა ბავშვი, ვერ უზრუნველყო მობილობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა. კერძოდ, სკოლამ არაუფლებამოსილ მასწავლებელს, ფოსტის სერვისცენტრში ჩასაბარებლად, დაულუქავი ფორმით გადასცა მოსწავლის დოკუმენტაცია. მოსწავლის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებამ მნიშვნელოვნად დააზიანა ბავშვის ინტერესები, საფრთხე შეუქმნა მის ფიზიკურ უსაფრთხოებას. სკოლა ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად. ინსპექტორის დავალების საფუძველზე სკოლამ მიიღო სხვადასხვა ორგანიზაციულტექნიკური ზომები, კერძოდ: გამართა შეხვედრა სკოლის ყველა თანამშრომელთან, მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; განამტკიცა კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპი სკოლის შინაგანაწესში; შეიძინა შესაბამისი კონვერტები და დაადგინა კორესპონდენციის კურიერის მეშვეობით და დახურული ფორმით გაგზავნის პროცედურა. ერთ-ერთმა მშობელმა ინსპექტორს აცნობა, რომ საჯარო სკოლამ ჟურნალისტს გადასცა მისი არასრულწლოვანი შვილის პერსონალური მონაცემების შემცველი განცხადება, რომელიც მოსწავლის თანაკლასელებთან კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას შეიცავდა. დადგინდა, რომ ჟურნალისტს განცხადება გააცნო სკოლის დირექტორმა და ნება დართო, მისთვის ფოტო გადაეღო, ჟურნალისტმა კი მიღებული მასალა სტატიის სახით გამოაქვეყნა. სკოლა ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, დაეკისრა ჯარიმა და მიეცა დავალებები შემდგომში დარღვევების პრევენციისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებით, არასრულწლოვანი პირების პერსონალური მონაცემების დამუშავებისას: ორგანიზაციებმა უნდა გაითვალისწინონ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები და მისი აზრი, ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად; საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მუდმივად უნდა იზრუნონ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებაზე; არასრულწლოვნის მონაცემების დამუშავებისას დარღვევათა პრევენციისა და მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, ორგანიზაციამ აწარმოოს მონაცემთა დამუშავების პროცესის ჯეროვანი მონიტორინგი და მოახდინოს ადეკვატური რეაგირება გამოვლენილ დარღვევებზე.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)