|
2019-02-25 18:26:30, 1932 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი რეგიონალური ბიზნესის ფორუმზე „ღია დიალოგი“ სიტყვით გამოვიდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ეკონომიკური გუნდის მინისტრებსა და ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან ერთად ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა იყო. ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ბიზნესსექტორთან კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ეფექტიანი პოლიტიკის განსახორციელებლად ბიზნესთან დიალოგი აუცილებელია. „ჩვენი სამინისტრო ორი მიმართულებით მუშაობს, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოსდაცვით საკითხებზე მარეგულირებელ საქმიანობას ახორციელებს, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენს ბიზნესსექტორთან. ამიტომ მთავრობის ეფექტიანი პოლიტიკის განსახორციელებლად ბიზნესთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მიერ შემოღებული ნებისმიერი მარეგულირებელი დოკუმენტი ემსახურება სამართლიანი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას. ასევე მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში, როგორც შიდა ასევე უცხოური ინვესტიციის მოზიდვა და ამ მხრივ, ბიზნესის მხარდაჭერისთვის სოფლის მეურნეობაში არაერთი პროგრამა გვაქვს.“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ფორუმის ფარგლებში, მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოების, კოოპერატივებისა და დარგობრივი ბიზნეს-ასოციაციების 200-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა. ფორუმის ფარგლებში, მონაწილეების წინაშე პრეზენტაციებით წარსდგებიან-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქონების ეროვნული სააგენტოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელები.
(NS)
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)