19:16 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-29 18:10:52, 574 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს

ეტლით გადაადგილების ვიდეოკადრებს პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია ციხეში დაბრუების შემდეგ გამოეხმაურა: „მინდა იცოდეთ, რომ ეტლით გადავაადგილდები მხოლოდ დიდ დისტანციებზე. ძირითადად ჯოხით დავდივარ და, იშვიათ შემთხვევებში, უჯოხოდაც ვახერხებ სიარულს“. - დაწერა მან თავის ფეისბუქზე.

"ხალხნო, ძალიან გამიხარდა, რომ ჭუჭრუტანიდან დაგენახეთ და თუნდაც ხელის მოძრაობით შევძელი ჩემი ემოციის გამოხატვა. პირველ რიგში, მინდა იცოდეთ, რომ ეტლით გადავაადგილდები მხოლოდ დიდ დისტანციებზე. ძირითადად ჯოხით დავდივარ და, იშვიათ შემთხვევებში, უჯოხოდაც ვახერხებ სიარულს. ექიმები მაკა იოსელიანი და ანი ქავთარაძე ყველაფერს აკეთებენ და უკეთესადაც ვარ, ამიტომ დარწმუნებული იყავით, რომ აუცილებლად კარგად ვიქნები. მოკლედ, ჯოხით და ეტლით კი არა, როგორც არ უნდა მომიწიოს გადაადგილება, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს მაინც დავამარცხებთ. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

იმასაც ძალიან კარგად ვგრძნობ, რომ დღეს მე ვარ ბევრად უფრო კარგად, ვიდრე მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი ის ადამიანები საკონსტიტუციოში, რომლებმაც ზუსტად იციან, რა საშინელებას სჩადიან, მაგრამ მაინც სჩადიან. ვიდრე რეჟიმის ის მსახურები, რომლებსაც შეიძლება უწევთ ან შეიძლება მათი არჩევანია და მაინც სჩადიან საშინელებებს. ბევრად უფრო კარგად ვარ მე - სიყვარულით და სიმართლით გარემოცული. სწორედ ამიტომ ვგრძნობ თავს ნამდვილად ძალიან მხნედ და ძლიერად.

აქვე ვიტყვი, რომ ციხის ადმინისტრაციასთან არ მაქვს პრეტენზია, რაც შესაძლებელია, ყველაფერს აკეთებენ ჩემი ჯანმრთელობისთვის. ხოლო რაც შეეხება ქართულ ოცნებას, რა თქმა უნდა, როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს. არცერთი წუთი არ გავჩერდები იქამდე, სანამ სრული პასუხისმგებლობა არ იქნება მათზე დაკისრებული. უამრავ ადამიანს დაუზიანდა ჩემსავით და ჩემზე უფრო მეტად ჯანმრთელობა, მოწყვეტილი არიან ოჯახებს. ამიტომ ამის დავიწყება ნამდვილად არ იქნება! პოლიტიკურ საფასურს გადაიხდიან, ადამიანურად კი საერთოდ არ მცხელა მათთვის. ბოლომდე! - წერს ელენე ხოშტარია.

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია თოდუას კლინიკაში გამოკვლევების ჩასატარებლად ეტლით მიიყვანეს - გამოცემა „სანდო წყაროს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს კვლავ მოჰყვა მოთხოვნა მისი გათავისუფლების შესახებ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics